თეთრი სახლი ჯეკ უაითს „ხელმოცარულ უიღბლოს” უწოდებს

მანამდე მუსიკოსმა დონალდ ტრამპის ინტერიერი „ვულგარულად” და „უგემოვნოდ” მოიხსენია.
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ოვალურ ოფისში, 18 აგვისტო, 2025
NNA MONEYMAKER/GETTY IMAGES

თეთრმა სახლმა საკმაოდ სერიოზულად მიიღო ჯეკ უაითის კრიტიკა, რომელიც დონალდ ტრამპის რეზიდენციის ინტერიერს ეხებოდა და პასუხად მუსიკოსს „უიღბლო” უწოდა. 

Daily Beast-თან გაკეთებულ კომენტარში თეთრი სახლის კომუნიკაციების ხელმძღვანელი სტივენ შენგი საპასუხოდ დაესხა თავს როკვარსკვლავს, რომელმაც პრეზიდენტის ოფიციალური სახლის ინტერიერს „ვულგარული, ოქროთი მოჭედილი და უგემოვნო” უწოდა. „ხელმოცარული უიღბლოა, რომელიც სოციალურ მედიაში სისულელეებს პოსტავს იმის გამო, რომ ბევრი დრო აქვს, რადგან მისი კარიერა დასრულებულია.”

„ცხადია, რომ ის არტისტად ინიღბება, რადგან ვერ აფასებს – და გულწრფელად რომ ვთქვათ, უპატივცემულობას გამოხატავს – ოვალური ოფისის მნიშვნელობასა და დიდებულებას, რომელიც ადამიანებს ეკუთვნით.”

თეთრი სახლის კომენტარი მოჰყვა მუსიკოსის პოსტს ინსტაგრამზე, სადაც უაითმა გააზიარა ფოტო ოვალურ ოფისში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრიდან და დაწერა: „შეხედეთ, როგორ საზიზღრობად გადააქცია ტრამპმა ისტორიული თეთრი სახლი. შეხედეთ მის საშინელ გემოვნებას. ამ თაღლითისგან მეორად მანქანასაც კი არ იყიდდა ვინმე, რომ აღარაფერი ვთქვათ მისთვის ბირთვული კოდების გადაცემაზე. რამხელა სირცხვლია ამერიკის ისტორიისთვის.” მათ შორის, ვინც მუსიკოსის პოსტი მოიწონა, არიან ოლივია როდრიგო და მარენ მორისი.

როგორც ჩანს, უაითს საკითხი ამით არ დაუსრულებია. თეთრი სახლის კომენტარის შემდეგ 12 გრემის მფლობელმა მუსიკოსმა კიდევ ერთი პოსტი დაწერა, სადაც ჩენგს „პროფესიონალი მატყუარა” უწოდა. 

„რამდენად უსუსური, პათეტიკური და სქელკანიანი შეიძლება, რომ ეს ადმინისტრაცია გახდეს? ნამდვილ არტისტად ვინიღბები? ტრამპი საერთოდ ადამიანად ინიღბება. ის ქრისტიანად ინიღბება, ლიდერად, ადამიანად ვითომ რეალური ემპათიით. ეს კაცი საფრთხეა არა მხლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ეს არ არის გადაჭარბებული. ის ანადგურებს დემოკრატიას და ყოველდღიურად საფრთხეში აგდებს პლანეტას.”

უაითი არასდროს ერიდებოდა საკუთარი აზრის გამოხატვას ტრამპის შესახებ. 2024 წელს, არჩევნების მოგების შემდეგ მას „აშკარა ფაშისტი” უწოდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დუა ლიპას ჰიტმა – Levitating პლატფორმა YouTube-ზე ერთ მილიარდ ნახვას მიაღწია

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსი ჯასტინ ტიმბერლეიკის სიმღერაზე ცეკვავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი
ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი