The Weeknd-ის Blinding Lights გახდა პირველი სიმღერა, რომელმაც Spotify-ზე 5 მილიარდ სტრიმინგს მიაღწია

რამდენიმე დღით ადრე Blinding Lights-მა პირველი ადგილი დაიკავა Billboard-ის 21-ე საუკუნის R&B/Hip-Hop სიმღერების ჩარტში.
The Weeknd ესწრება Avatar 2: The Way of Water-ის პრემიერას ჰოლივუდში, Dolby Theatre-ში. 2022 წელი.
Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic

31 აგვისტოს Spotify-მ ინსტაგრამზე განაცხადა, რომ 2020 წლის მეგაჰიტი – The Weeknd-ის Blinding Lights პლატფორმის ისტორიაში ოფიციალურად გახდა პირველი სიმღერა, რომელმაც ხუთი მილიარდი ე.წ. სტრიმი დაიმსახურა. მალევე, The Weeknd-მა თავის 78 მილიონ გამომწერს ეს ამბავი ინსტაგრამის Story-ში გაუზიარა.

სიმღერამ Spotify-ს ახლი რეკორდი სხვა უახლესი მიღწევის პარალელურად დაამყარა. რამდენიმე დღით ადრე Blinding Lights-მა პირველი ადგილი დაიკავა Billboard-ის 21-ე საუკუნის R&B/Hip-Hop სიმღერების ჩარტში. ეს შედეგი ეყრდნობა R&B/Hip-Hop სიმღერების ჩარტის ყოველკვირეულ შედეგებს 2000 წლის დასაწყისიდან 2024 წლის ბოლომდე.

სიმღერა 2019 წლის ნოემბერში გამოვიდა, როგორც The Weeknd-ის მეოთხე სტუდიური ალბომის – After Hours-ის მეორე სინგლი. Blinding Lights ოთხი კვირის განმავლობაში ლიდერობდა Billboard Hot 100-ის ჩარტში და გახდა პირველი სიმღერა, რომელიც ერთი წელი ინარჩუნებდა ადგილს წამყვან ათეულში. 2021 წლის ნოემბერში სინგლი ისტორიაში ჩაიწერა, როდესაც Chubby Checker-ის The Twist-ს გადაუსწრო და პირველი ადგილი დაიკავა Billboard-ის ჩარტში, სახელწოდებით – Greatest of All Time Hot 100.

2024 წლის იანვარში Blinding Lights აბელ ტესფაიეს (The Weeknd) პირველი სიმღერა გახდა, რომელმაც Spotify-ზე ოთხ მილიარდ სტრიმინგს გადააჭარბა.

„მუდამ გამაოცებს ის ფაქტი, რომ ჩემი შექმნილი რაღაც მილიონობით ადამიანს მოსწონს. მით უმეტეს, მილიარდობით ადამიანს!” – აღნიშნა The Weeknd-მა სპეციალურ განცხადებაში. „უზომოდ მადლობელი ვარ, რომ ეს სიმღერა ისეთ ემოციას გასცემს, რომ კვლავ და კვლავ უსმენენ მას.”

Blinding Lights არის The Weeknd-ის 28 სიმღერიდან ერთ-ერთი, რომელიც Spotify-ის Billions Club-ში შედის. ამ მხრივ, The Weeknd სტრიმინგ პლატფორმის რეკორდსმენია, რადგან სხვა არცერთი არტისტი არ შესულა სიაში ამდენი სიმღერით. მუსიკოსმა 2024 წლის დეკემბერში Spotify-ის პირველ Billions Club: Live კონცერტზეც იმღერა.

იხილეთ Spotify-ს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული  პოსტი Blinding Lights-ის შესახებ: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კამილა კაბელიო 2025 წლის 30 აგვისტო, სიდნეი, ავსტრალია. ფოტო: ბრენდონ თრონი/Getty Images

კამილა კაბელიომ ავსტრალიაში კონცერტზე ნატალი იმბრულიას  90-იანი წლების ჰიტის, Torn-ის ქავერი შეასრულა

შემდეგი სტატია

მანანა მენაბდე ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

მანანა მენაბდე გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც მესი და მბაპე მონაწილეობენ

შაკირასა და Burna Boy-ს მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეოში კიდევ არაერთი საფეხბურთო ვარსკვლავის კამეოს შეხვდებით.
მეტი

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი
ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი