მანანა მენაბდე გარდაიცვალა

მანანა მენაბდე სიცოცხლის ბოლო თვეებში მძიმე დაავადებას ებრძოდა.
მანანა მენაბდე ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
მანანა მენაბდე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

მანანა მენაბდე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ხელოვანის მეგობრებმა და ოჯახის ახლობლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

მანანა მენაბდე 1948 წელს დები იშხნელების ოჯახში დაიბადა. კარიერა ორკესტრ „რეროსთან“ დაიწყო, შემდგომში მოსკოვში გაემგზავრა და თეატრალური ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა.

მისი სიმღერები პირველად გაჟღერდა ლანა ღოღობერიძის 1982 წლის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“, სადაც მანანა მენაბდე თავად ასრულებდა ერთ-ერთ მთავარ როლს. აღსანიშნავია, რომ ფილმმა კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი დაიმსახურა. 

მენაბდის შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი დაიკავა ქართულ ფოლკლორულ საწყისებზე აგებულმა, მაგრამ ამავდროულად თანამედროვე ინტერპრეტაციამ. 1980-90-იან წლებში მუსიკოსი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ფოლკ-ჯაზ ჯგუფთან „შინ”. მან ასევე ჩაწერა ალბომი, სახელწოდებით „Sami“ ნიკა მაჩაიძესთან და გოგი ძოძუაშვილთან ერთად.

2023 წელს Billboard Georgia-მ მანანა მენაბდესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ხელოვანმა თავის ცხოვრებასა და შემოქმედებით ხედვაზე ისაუბრა.

„ამ გადასახედიდან სულ ვამბობ, რომ საერთოდ, თუკი რაიმე ღირებული და საინტერესო გინდა გააკეთო ხელოვნებაში, ურცხვი თვალი გჭირდება. ურცხვ თვალს შეუძლია დაინახოს ის, რასაც ჩვეულებრივი თვალი ვერ ხედავს. თუ შენ არ დაარღვიე რაღაც კანონი, მაშინ წინ ვერ წახვალ. მე იმას არ ვამბობ, რომ შარვალი რომ ჩავიცვი, რაღაც საოცრება გავაკეთე და სამყარო შევცვალე. მაგრამ ჩემში შეიცვალა ხედვა, ჩემში გაფართოვდა ჰორიზონტი. აქ Საქმე შარვალში კი არ არის – გამბედაობაშია. გარდა ამისა, ბევრი სხვა რამ დავინახე. ადამიანები დავინახე: ვინ როგორ უყურებს მოვლენებს, ვინ არის შენთან ერთად, ვინ არ არის, ვის როგორ ესმის შენი ამბოხი – ესეც ხომ საინტერესოა?! ეს ყველაფერი ხომ გროვდება შენში… შენს თავზე მეტი თუ არ გახდი, ვერაფერ ღირებულს ვერ გააკეთებ – გინდ შარვლის ჩაცმა იყოს ეს და გინდ სხვა რამ,” – ამბობდა ის ინტერვიუში. 

მანანა მენაბდე სიცოცხლის ბოლო თვეებში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Weeknd-ის Blinding Lights გახდა პირველი სიმღერა, რომელმაც Spotify-ზე 5 მილიარდ სტრიმინგს მიაღწია

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტის ახალი ალბომი The Life of a Showgirl Spotify-ის რეკორდს მის გამოსვლამდე ხსნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც მესი და მბაპე მონაწილეობენ

შაკირასა და Burna Boy-ს მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეოში კიდევ არაერთი საფეხბურთო ვარსკვლავის კამეოს შეხვდებით.
მეტი

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი
ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი