ტეილორ სვიფტის ახალი ალბომი The Life of a Showgirl Spotify-ის რეკორდს მის გამოსვლამდე ხსნის

სუპერვარსკვლავის მეთორმეტე ალბომი 3 ოქტომბერს გამოვა.
ტეილორ სვიფტი
Mert Alas & Marcus Piggot

31 აგვისტოს ტეილორ სვიფტის ახალმა ნამუშევარმა Spotify-ს ისტორიაში წინასწარი შენახვების რეკორდი მოხსნა. აქამდე ეს მაჩვენებელი ტეილორ სვიფტის 2024 წლის ალბომს,  The Tortured Poets Department-ს ჰქონდა. ინფორმაციას სტრიმინგ-პლატფორმა ოფიციალურ Instagram-სა და X-ზე ავრცელებს.

The Life of a Showgirl-ის გამოსვლამდე დარჩენილი დროის ათვლა სპოტიფაიმ 14 აგვისტოს დაიწყო და იქვე დაურთო 22 კომპოზიციისგან შემდგარი ექსკლუზიური ფლეილისტი, რომელიც ტეილორ სვიფტმა დიდი ხნის პარტნიორებთან, მაქს მარტინთან და Shellback-თან ერთად შექმნა.

Spotify-ზე ტეილორ სვიფტის ლიდერ პოზიციაზე ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში მუსიკოსმა მრავალი რეკორდი მოხსნა, მათ შორის 2024 წელს გახდა პლატფორმის ყველაზე ხშირად მოსმენადი შემსრულებელი 26.6 მილიარდზე მეტი გლობალური სტრიმით.

ტეილორ სვიფტმა მასშტაბური Eras Tour-ის დასრულებიდან 8 თვის შემდეგ, 12 აგვისტოს, ალბომ The Life of a Showgirl-ის გამოსვლა მოულოდნელად პოდკასტში New Heights დააანონსა. პოდკასტს მისი პარტნიორი ტრევის კელსი და ტრევისის ძმა, ჯეისონ კელსი უძღვებიან. ტეილორ სვიფტმა გადაცემის თიზერ ვიდეოში ალბომის სათაური გაამხილა, რომელიც პოდკასტის სრული ეპიზოდის გამოქვეყნებამდე გავრცელდა. 

The Life of a Showgirl სვიფტის მეთორმეტე სტუდიური ალბომია, რომელიც 3 ოქტომბერს გამოვა და 12 კომპოზიციას მოიცავს.

ტეილორ სვიფტის წინა ნამუშევარი  The Tortured Poets Department 2024 წლის აპრილში გამოვიდა, მან Billboard 200-ის ჩარტში N1 ადგილი დაიმკვიდრა.  ალბომმა ჯამში 17 კვირა გაატარა ჩარტის სათავეში და ტეილორ სვიფტს გრემის დაჯილდოებაზე წლის ალბომის ნომინაცია მეშვიდედ მოუტანა.

ნახეთ Spotify-ს ოფიციალური განცხადება ტეილორ სვიფტის უახლესი რეკორდის შესახებ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მანანა მენაბდე ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

მანანა მენაბდე გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალი მე-7 სეზონს ხსნის – გაეცანით პირველი დღის პროგრამას

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი