Billion Views Club-ში Bad Bunny-ს მე-17 ვიდეოკლიპი მოხვდა

სიმღერა Billboard Global 200-სა და Billboard Global Excl. U.S. ჩარტებში ერთდროულად მოხვდა პირველ ადგილზე.
Bad Bunny & Grupo Frontera
ERIC ROJAS

Bad Bunny რეკორდების დამყარებას აგრძელებს. მას შემდეგ, რაც 2025 წლის Billboard Latin Music Awards-ის ფინალისტთა სიაში ისტორიული 27 ნომინაციით ლიდერობდა, პუერტო-რიკოელმა სუპერვარსკვლავმა YouTube-ზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

მუსიკოსის 2023 წლის ჰიტის – Un x100to-ს ვიდეოკლიპი, რომელიც Grupo Frontera-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, YouTube-ის Billion Views Club-ს შეუერთდა. ეს უკვე მე-17 ვიდეოა Bad Bunny-ს კარიერაში, რომელმაც მილიარდ ნახვას მიაღწია. 

სიმღერა Billboard Global 200-სა და Billboard Global Excl. U.S. ჩარტებში ერთდროულად მოხვდა პირველ ადგილზე. Un x100to-ს პროდიუსირები და კომპოზიციის ავტორები ცნობილი ლათინო-ამერიკელი ჰიტმეიქერები – ედგარ ბარერი და MAG არიან.

ამჟამად, YouTube-ის Global Top Artists ჩარტის მიხედვით, Bad Bunny მე-10 პოზიციას იკავებს, ხოლო Grupo Frontera 62-ე ადგილზეა.

რაც შეეხება Billboard Latin Music Awards 2025-ის ნომინაციებს, Bad Bunny წარდგენილია ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა წლის არტისტი, წლის სიმღერის ავტორი და წლის საუკეთესო ლათინური ალბომი (Debí Tirar Más Fotos). Grupo Frontera კი შვიდ კატეგორიაშია ნომინირებული.

ნახეთ Bad Bunny-ს და Grupo Frontera-ს ვიდეოკლიპი, რომელიც გადაღებულია ტრეკზე – Un x100to: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როგორ გახდა „ოაზისი” აშშ-ში კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ოდესმე, ჯგუფის პრაიმიდან 30 წლის შემდეგ?

შემდეგი სტატია

ედ შირანმა ახალი ალბომი, სახელწოდებით Play გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი