Pink Floyd-ის საკულტო ალბომი Wish You Were Here 50-ე საიუბილეო წელს ახალი გამოცემით ხვდება

ბენდის მეცხრე სტუდიურ ალბომს ბონუს სიმღერები დაემატა.
Pink Floyd — ”Time” (Pretty Lights Remix)
RB/REDFERNS

Pink Floyd-ის საკულტო ალბომი Wish You Were Here 50 წლის იუბილეს ზეიმობს. ამ თარიღის აღსანიშნად კი მისი განახლებული ვერსია გამოვა, რის შესახებაც ბენდმა 12 სექტემბერს განაცხადა. 

Wish You Were Here 50 წლის წინ სწორედ 12 სექტემბერს გამოვიდა და ჯგუფის პირველი ალბომი გახდა, რომელმაც დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტისა და Billboard 200-ის ლიდერობა მოიპოვა. დღეს ალბომი აღიარებულია, როგორც კლასიკური როკის ერთ-ერთი უდიდესი ჩანაწერი, რაც კი ოდესმე შექმნილა. მსოფლიოს მასშტაბით მისი 20 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

ბენდის მეცხრე სტუდიური ალბომის განახლებულ ვერსიას 25 ბონუს სიმღერა დაემატა. ესენია სტუდიური ჩანაწერების ალტერნატიული ვერსიები და ლაივ ჩანაწერები, რომლებიც 1975 წლის 26 აპრილს ჯგუფის ლოს-ანჯელესის კონცერტზეა გაკეთებული. 

კოლექციაში შედის იშვიათი ნამუშევრები: The Machine Song (Roger’s demo) – პირველი დემო ვერსია სიმღერისა, რომელიც როჯერ უოტერსმა თავდაპირველად ბენდში მიიტანა; ინსტრუმენტული მიქსი Wish You Were Here და ასევე სრული ვერსია ცხრანაწილიანი კომპოზიციისა Shine on You Crazy Diamond (Pts. 1-9).

Wish You Were Here 50 ციფრულ და ფიზიკურ ფორმატებში 12 დეკემბერს გამოვა. 

Blu-ray ფორმატი ასევე მოიცავს სამ საკონცერტო ფილმს ბენდის 1975 წლის მსოფლიო ტურნედან და მოკლემეტრაჟიან ფილმს სტორმ თორგერსონის რეჟისორობით, რომლის დეტალებიც ჯერ უცნობია. აგრეთვე, გამოიცემა ნაკრებიც, რომელშიც დამატებით შედის 1974 წლის უემბლის ლაივის ვინილი, იაპონური 7-ინჩიანი სინგლების, Have A Cigar და Welcome To The Machine-ის ასლები, ფოტოწიგნი, კომიქსების სტილის ტურნეს პროგრამა და საკონცერტო პოსტერი. 

იმის გასაცნობად, თუ რას მოიცავს Wish You Were Here 50,  ჯგუფმა Welcome to the Machine-ის ადრეული ჩანაწერი გაავრცელა. სიმღერა, რომელსაც მანამდე The Machine Song ერქვა, ორიგინალის მოკლე ვერსია და დემო ტრეკია, რომელიც დღემდე არსად გაჟღერებულა. მოუსმინეთ:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Ed Sheeran PETROS STUDIO

კვირის მუსიკალური რელიზები – ნახეთ, ედ შირანის, დრეიკისა და სხვა შემსრულებლების ახალი სიმღერები

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალი 14 სექტემბერს დაიხურება – გაეცანით ფინალური საფესტივალო დღის პროგრამას

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი