ჯიმი კიმელი ABC-ის ეთერში დაბრუნდა – წამყვანმა მონოლოგში შოუს შეჩერებასა და ჩარლი კირკზე გაკეთებულ კომენტარებზე ისაუბრა

„არ მინდოდა ახალგაზრდა კაცის მკვლელობის სიმძიმის გაუფასურება. სინამდვილეში, პირიქით მინდოდა მესაუბრა. ზოგიერთისთვის ეს, შესაძლოა, არასწორ დროს ნათქვამად ან გაურკვევლად ჟღერდა. ან ორივე ერთად,” – განმარტა კიმელმა.
ჯიმი კიმელი. 2025 წლის 2 მაისი.
TOMMASO BODDI/GETTY IMAGES

ცნობილი შოუს, Jimmy Kimmel Live!-ის ეთერიდან მოულოდნელად მოხსნა ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. ABC-მ ეს გადაწყვიტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯიმი კიმელმა კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ კომენტარები გააკეთა. ეს კომენტარები მალევე კრიტიკის ობიექტი გახდა, რასაც ფედერალური საკომუნიკაციო კომისიის თავმჯდომარის, ბრენდან კარის განცხადებაც დაემატა.

23 სექტემბერს, სამშაბათ საღამოს, კიმელი ეთერში ოფიციალურად დაბრუნდა. წამყვანმაც დაუყოვნებლივ განაახლა ამერიკელი კონსერვატორების მედიისა და პოლიტიკოსების, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ სარკასტული დამოკიდებულების ღიად გამოხატვა.

Jimmy Kimmel Live დაიწყო კოლაჟით, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელი კომენტატორები მსჯელობდნენ კიმელის დაბრუნებასა და მის მონოლოგზე. გააორმაგებდა თუ არა ის ირონიულ მიდგომას რესპუბლიკელების მიმართ? დასცინებდა ტრამპს? ილაპარაკებდა სიტყვის თავისუფლებაზე? უპასუხებდა კრიტიკას კირკის კომენტარებთან დაკავშირებით? – ეს ის ვარაუდები დ კითხვებია, რომლებიც კიმელის ABC-ის ეთერში დაბრუნებას უძღოდა წინ. 

„არ ვიცი ვის ჰქონდა უფრო უცნაური 48 საათი, მე თუ Tylenol-ის აღმასრულებელ დირექტორს,“ – თქვა კიმელმა. მონოლოგის ეს ნაწილი უკავშირდებოდა პრეზიდენტ ტრამპისა და ჯანდაცვის მდივნის, რობერტ კენედი უმცროსის განცხადებას, თითქოს ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს აუტიზმთან ჰქონდა კავშირი.

შემდეგ კი გადავიდა მონოლოგის მთავარ ნაწილზე, რომელიც ემოციური აღმოჩნდა. კიმელმა მადლობა გადაუხადა მეგობრებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი „ბავშვობის გმირებს“ – დევიდ ლეტერმენსა და დევიდ სტერნს. ასევე სენატორ ტედ კრუზსაც, რომელმაც საჯაროდ გაიმეორა, რომ ამერიკელებს სიტყვის თავისუფლების უფლება აქვთ.

„სიმამაცე სჭირდება ამ ადმინისტრაციის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბარს და ეს დაფასებას იმსახურებს. მადლობა იმისთვისაც, რომ საკუთარ აიდოტორიას მუდამ შეახსენებენ – მთავრობას არ უნდა მივცეთ უფლება, აკონტროლოს, რას ვიტყვით სატელევიზიო ეთერში და რას – არა. ჩვენ ამას წინ უნდა აღვუდგეთ,” – თქვა კიმელმა. 

კირკის თემის შესახებ კი წამყვანმა აღნიშნა: „ილუზიები არ მაქვს, რომ ვინმეს აზრს შევცვლი, მაგრამ მინდა ერთი რამ ნათელი იყოს: არ მინდოდა ახალგაზრდა კაცის მკვლელობის სიმძიმის გაუფასურება. სინამდვილეში, პირიქით მინდოდა მესაუბრა. ზოგიერთისთვის ეს, შესაძლოა, არასწორ დროს ნათქვამად ან გაურკვევლად ჟღერდა. ან ორივე ერთად,” – განმარტა კიმელმა. 

„ეს შოუ მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია ის, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მსგავსი შოუები შეიძლება არსებობდეს,” – განაგრძო წამყვანმა. კიმელმა გააკრიტიკა ABC-ის ის პარტნიორი არხებიც, რომლებმაც მისი გადაცემა მოხსნეს: „ეს არ არის კანონიერი. ეს არ არის ამერიკული. ეს ანტიამერიკული და ძალიან სახიფათო ქმედებაა.“

წამყვანი ტრამპსაც  შეეხო და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სიხარულით აღსავსე კომენტარებმა შოუს შეჩერებაზე, მას უზარმაზარი ყურადღება მოუტანა. „უნდოდა, ჩემთვის ხალხს ბოიკოტი გამოეცხადებინა, სამაგიეროდ მილიონობით ადამიანს უბიძგა, რომ შოუ ენახათ. ახლა ალბათ მოუწევს, ეპშტეინის დოკუმენტები გამოაქვეყნოს, რომ ამ ყველაფრიდან ყურადღება გადაიტანოს.“

ნახეთ კიმელის მონოლოგი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ზაფხულის ღამის სიზმარი” –დაანონსებული პრემიერა სამეფო უბნის თეატრის სცენაზე

შემდეგი სტატია

wayward.atom-ის Ep სახელწოდებით - NAMI

wayward.atom-ის  Ep სახელწოდებით – NAMI

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი