PRAGA –  4D Monster Lobsters-ის ახალი სინგლი

ახალი ტრეკი მომავალ ალბომ Travel Guide-ში შევა, რომლის გამოსვლაც 2026 წლის მარტში იგეგმება.

4D Monster Lobsters-მა ახალი სინგლი და მასზე შექმნილი ანიმაციური ვიდეოკლიპი გააზიარა. ტრეკი ალბომ Travel Guide-ში შევა, რომლის გამოსვლაც 2026 წლის მარტში იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ტრეკში ვიოლინოზე მარიამ მაკალათია უკრავს, საყვირზე კი გიორგი მიგრიაული.

ბექა თევდორაშვილი – 4D Monster Lobsters-ის სოლისტი:

„PRAGA არის ერთ-ერთი ტრეკი ალბომიდან Travel Guide, რომელიც 2026 წლის მარტში გამოვა. ამ ალბომისთვის კომპოზიციებს უკვე დიდი ხანია, ვაგროვებთ. KRETA, SITBO, OMW, „საქართველო” და კიდევ ბევრი გამოვა. ყველა მათგანზე სამუშაო პროცესები თითქმის დასრულებულია. გვინდა, ეტაპობრივად მივაწოდოთ მსმენელს ყველაფერი. PRAGA-ც ერთ-ერთი ქალაქის სახელია, როგორც ამ ალბომში შესულ სხვა ტრეკებს ჰქვიათ. ანიმაციის შექმნა დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა ჩაფიქრებული, მე მქონდა ინტერესი, რომ მესწავლა ანიმაციის გაკეთება და ცოტა დიდი ხანი დასჭირდა ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი პირველი იყო ჩემთვის, რაც გავაკეთე, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, მით უმეტეს, პირველია და ძალიან ბევრ შესაძლებლობას ხსნის სამომავლოდ. სხვათაშორის, ტრეკმა კარგად წაიღო, ამას არ ველოდით და ალბათ ანიმაციამაც ითამაშა რაღაც როლი. ტრეკს ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს, რაც გვახარებს.”

ტრეკის კონცეფცია, ისევე, როგორც ალბომში შესული სხვა კომპოზიციები, მუსიკალური ძიებაა, სადაც ყოველი ახალი სიმღერა სხვადასხვა ქალაქებში თავგადასავლების აღმოჩენაა. მომავალი ალბომი Travel Guide-იც ერთგვარად სხვადასხვა შთაბეჭდილებების რუკას ქმნის, რომელიც მსმენელს მუსიკალურ მოგზაურობასთან ერთად შინაგანი გზების პოვნაშიც ეხმარება. 

მოუსმინეთ 4D Monster Lobsters-ის სიმღერას  – PRAGA:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ცნობილი იტალიელი ჯაზ-მუსიკოსის – ფრანჩესკა ტანდოის ტრიო Tatuza Jazz Club-ის სცენაზე

შემდეგი სტატია

2026 წლის გრემის საუკეთესო რეპალბომის ჯილდოს მთავარი კანდიდატები: კენდრიკ ლამარი, Clipse და Tyler, the Creator

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი