ნახეთ, რას ფიქრობს ელიზაბეტ ტეილორის ვაჟი ტეილორ სვიფტის სიმღერაზე, რომელიც დედამისს ეძღვნება

ქრისტოფერ უაილდინგის თქმით, სიმღერას მაშინ მოუსმინა, როდესაც ის პლატფორმებზე ხელმისაწვდომი გახდა.
ტეილორ სვიფტი, 2025 წლის 2 თებერვალი
ტეილორ სვიფტი, 2025 წლის 2 თებერვალი

22 ოქტომბერს ჟურნალ People-ში ელიზაბეტ ტეილორის ვაჟის, ქრისტოფერ უაილდინგის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ქრისტოფერმა ტეილორ სვიფტის სიმღერაზეც ისაუბრა, რომელიც მისი დედის, ელიზაბეთ ტეილორის სახელს ატარებს.

„ტეილორი და დედაჩემი მონათესავე სულებს ჰგვანან. ორივე ქალის სიძლიერის განსახიერებაა. ტეილორ სვიფტმა საოცარი სიზუსტით წარმოაჩინა პარალელები მათ კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის, რაც საოცრად სასიამოვნოა.“  – აღნიშნა ქრისტოფერმა, რომლმაც სიმღერას – Elizabeth Taylor გამოსვლისთანავე მოუსმინა.

ტეილორ სვიფტის მიერ ჰოლივუდის ლეგენდისადმი მიძღვნილი სიმღერა 3 ოქტომბერს გამოვიდა. ის სვიფტის მე-12 სტუდიური ალბომის, The Life of a Showgirl-ის მეორე სინგლია. ალბომის დებიუტი Billboard 200-ის ჩარტში პირველი პოზიციით შედგა და პირველივე კვირაში 4 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. სიმღერა Billboard Hot 100-ის მესამე ადგილზე გავიდა.

„როგორც დედა იყო მისთვის სამაგალითო, მჯერა, ტეილორ სვიფტიც თავისი თაობისთვის შთამაგონებელი, მისაბაძი ადამიანი იქნება. მისი მხარდაჭერა LGBTQ+ უფლებებისადმი და ქველმოქმედებაში ჩართულობა, დარწმუნებული ვარ, დედაჩემში აღფრთოვანებას გამოიწვევდა.“  – დასძინა ქრისტოფერმა. 

ტეილორ სვიფტი დიდი ხანია, ელიზაბეტ ტეილორით მოჯადოებულია. ალბომ Reputation-ის წამყვან სინგლში …Ready for It? მომღერალმა ტეილორისა და რიჩარდ ბერტონის რომანზეც მიანიშნა:

„And he can be my jailer, Burton to this Taylor / Every love I’ve known in comparison is a failure.“

ტეილორ სვიფტმა Pandora-სთან ვიდეოში განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ალბომში Showgirl ელიზაბეტ ტეილორისადმი პატივისცემა გამოეხატა:

„ჩემმა მშობლებმა გამომიგზავნეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ელიზაბეტ ტეილორის ვაჟი, ქრისტოფერი, ამბობს ძალიან სასიამოვნო რამეს, რომ თუ თანამედროვე ეპოქაში არსებობს ადამიანი, ვისაც დედას შეადარებდა თავისი პერსონითა და გარშემო არსებული ქაოსით, ეს მე ვიქნებოდი. ეს შეფასება ძალიან სასიამოვნო იყო და სიამაყით ავივსე.” –   ამბობს სვიფტი ვიდეოში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიზა ბათიაშვილი ზალცბურგის Mozarteum University-ს პროფესორი გახდება

შემდეგი სტატია

ჯო ბადენი თავის პოდკასტში დრეიკს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა და ის უცენზურო სიტყვებით მოიხსენია

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი