Secret Admirers – გიორგი ერგემლიძის ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი

მუსიკოსი EP-ის გამოცემისთვის ემზადება.
გიორგი ერგემლიძე
Secret Admirers

გიორგი ერგემლიძემ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გააზიარა. Secret Admirers – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის ქრონომეტრაჟიც 1:55 წუთს შეადგენს. როგორც თავად მუსიკოსი ამბობს, ნამუშევარი ერთგვარ ექსპერიმენტს წარმოადგენს, რომელიც  რეტრო და თანამედროვე ჟღერადობას აერთიანებს. 

გიორგი ერგემლიძე:

„მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა სულ 1:55 წუთია, ძალიან ბევრი დრო დამჭირდა მის ბოლომდე მისაყვანად. ვფიქრობ, ალბომისთვის მისი 3-წუთიანი ვერსიაც შევქმნა. კლიპს რაც შეეხება, მინდოდა, მარტივი და ეფექტური ვიდეო გამეკეთებინა იმ რეალობაზე, სადაც ვარ და რაც ქალაქში ხდება, ჩემი პერსპექტივიდან. მეგობრების დახმარებით შევძელი ამ იდეის განხორციელება და ზუსტად ის შედეგი მივიღე, რაც ჩაფიქრებული მქონდა.”

Secret Admirers ერთ-ერთი სიმღერაა, რომელიც გიორგი ეგრემლიძის მომავალ EP-იში შევა. მანამდე კი მუსიკოსი კიდევ ერთი სინგლის გამოცემას გეგმავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პერის ჰილტონი MTV Video Music Awards 2025-ზე, 2025 წლის 7 სექტემბერუ, ნიუ-იორკი კრისტოფერ პოლკი/Billboard

პერის ჰილტონი ბრიტნი სპირსით შთაგონებული ჰელოუინის კოსტიუმით წარდგა

შემდეგი სტატია

შაკირა და The Weeknd FIFA-სა და Global Citizen-ის საგანმანათლებლო საბჭოს შეუერთდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი