პერის ჰილტონი ბრიტნი სპირსით შთაგონებული ჰელოუინის კოსტიუმით წარდგა

ეს ლეგენდარული იმიჯი პერის ჰილტონის ჰელოუინის კოსტიუმების მხოლოდ პირველი ნაწილია.
პერის ჰილტონი MTV Video Music Awards 2025-ზე, 2025 წლის 7 სექტემბერუ, ნიუ-იორკი კრისტოფერ პოლკი/Billboard
პერის ჰილტონი MTV Video Music Awards 2025-ზე, 2025 წლის 7 სექტემბერუ, ნიუ-იორკი კრისტოფერ პოლკი/Billboard

27 ოქტომბერს, ჰელოუინის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, პერის ჰილტონმა ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე ბრიტნი სპირსით შთაგონებული ჰელოუინის კოსტიუმში გამოწყობილი ფოტოები გააზიარა, წარწერით:  „Oops, I did it again. ვიწყებ ჰელოუინის კვირეულს ჩემი დედოფლის, ბრიტნი სპირსის საპატივცემულოდ.“

ფოტოგრაფ ბრაიან ზიფის მიერ გადაღებულ ფოტოებში ჰილტონი მუსიკალური ვიდეოს გადასაღებ სეტზე პოზირებს. მოედანზე მარსის იმიტირებული პეიზაჟი  ჩანს, სადაც ჰილტონს მეუღლე კარტერ რეუმი ასტრონავტის როლში უწევს პარტნიორობას. რამდენიმე ფოტოში კი ჰილტონმა თავისი ახალი სუნამო Iconic კრეატიულად წარადგინა. 

პერის ჰილტონი ახლახან დაუბრუნდა პოპ-სცენას და ბრიტნი სპირსის კოსტიუმის არჩევანიც სავსებით ლოგიკურია. გასულ წელს  18 წლიანი პაუზის შემდეგ მან პირველი სტუდიური ალბომი Infinite Icon წარადგინა, სადაც Megan Thee Stallion, Sia, რინა სავაიამა, მარია ბესერა და მეგან ტრეინორი მონაწილეობდნენ. ალბომმა  Billboard 200-ის ჩარტში 38-ე ადგილი დაიკავა, დამოუკიდებელი ალბომების ჩარტში კი მე-7 ადგილზე გავიდა.

პერის ჰილტონმა რამდენიმე თვის შემდეგ 18-სიმღერიანი რემიქს-ალბომიც გამოსცა, ხოლო 2026 წლის დასაწყისში ალბომის შექმნის პროცესის ამსახველი დოკუმენტური ფილმის პრემიერა იგეგმება.

გასული თვის 7 სექტემბერს პერის ჰილტონი MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე გამოჩნდა, სადაც სცენაზე წლის სიმღერის ჯილდო  ROSÉ-ს გადასცა ჰიტ სიმღერისთვის APT. 

ნახეთ პერის ჰილტონის Oops… I Did It Again!-ის ჰელოუინის კოსტიუმი ინსტაგრამზე: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ეკატერინე ბუაჩიძე „ოპერალიას” გამარჯვებული გახდა

შემდეგი სტატია

Secret Admirers – გიორგი ერგემლიძის ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი