ალბომ Chromakopia-ს ერთი წლის იუბილეზე Tyler, The Creator მის დელუქს ვერსიას გამოსცემს

ალბომს Chromakopia+ სიმღერა Mother დაემატება.
Tyler, the Creator
ARTURO HOLMES/GETTY IMAGES

Tyler, The Creator-მა Chromakopia-ს კიდევ ერთი სიმღერა დაამატა –  Mother. რეპერის თქმით, ის სულ პირველი კომპოზიციაა, რომელიც მისი მერვე ალბომისთვის შეიქმნა, თუმცა ბოლო მომენტში ჩანაწერის თავდაპირველი ვერსიიდან ამოვარდა. 

ინსტაგრამის პოსტში რეპერი საკუთარ ბავშვობას იხსენებს, როცა 2020 წელს თავის უბანში ველოსიპედს ატარებდა და სვამს კითხვას, თუ რას ნიშნავს სახლი. „ეს გრძნობაა, რომელსაც თან ვატარებ, თუ კონკრეტული ადგილია? დედაჩემთან საუბრების შემდეგ ისეთი რაღაცები აღმოვაჩინე, რაც სრულიად ეწინააღმდეგებოდა იმ ნარატივს, რაც გონებაში მქონდა აგებული,” – წერს მუსიკოსი მისი და დედამისის ძველი ფოტოს ქვეშ. 

ტაილერის თქმით, Mother ალბომის ძირითადი ნამუშევარია, Chromakopia კი – ერთგვარი დღიური. „აქ არის რაღაცები, რასაც მანამდეც შევხებივარ, რაღაცები, რასაც – არა, არის მონოგამიის ზეწოლა, მამობის შიში, ის, თუ რას ვფიქრობდი ჩემს თმაზე, სექსუალური თავისუფლების განსჯა, ჩემი პარანოია და ა.შ. არაფერი ზედმეტად ღრმა ან გიჟური, უბრალოდ ფიქრები, რომლებიც სულ მეორდება,” – ამბობს რეპერი.

„Chromakopia-მ იმ ადგილამდე მიმიყვანა, სადაც სხვა ალბომებმა ვერა. 15 წელია, ამ საქმეში ვარ და ახლა ყველაზე დიდებული პერიოდი მაქვს. გაოცებული ვარ ამ წარმატებით… ერთი წელი გავიდა გამოცემიდან, დრო გარბის. ვისაც ეს ნამუშევარი გიყვართ, მიამბეთ მის შესახებ. იმედი მაქვს, რაღაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს თქვენს ცხოვრებაში. “

ტაილერმა Chromakopia ერთი წლის წინ, 2025 წლის 28 ოქტომბერს გამოსცა. 14-სიმღერიანმა პროექტმა სამი კვირა გაატარა Billboard 200-ის ლიდერის პოზიციაზე და ტოპ ათეულის სამი ჰიტი დააგროვა: Noid (მეათე ადგილი), St. Chroma (მეშვიდე ადგილი) და Sticky (მეათე ადგილი). ის ასევე ტაილერის ყველაზე წარმატებული ალბომი გამოდგა პირველი კვირის გაყიდვების მაჩვენებლით, მიუხედავად იმისა, რომ არატრადიციულ დღეს, ორშაბათს გამოვიდა და მხოლოდ ოთხი დღე ჰქონდა პირველი კვირის აქტივობისთვის.

რეპერმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ სურდა, Chromakopia მისი ბოლო ალბომი ყოფილიყო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. „გამოუშვი ალბომი, გააკეთე დიდი ტურნე, ახლა კი გაქრი და მხოლოდ ფილმებში გამოჩნდი. ნახე, თუ როგორია ცხოვრება იმ გრძნობის გარეშე, როცა საქმე ყოველთვის გონებაშია. მაგრამ ეს რთულია, რადგან ამის კეთება მიყვარს.”

თუმცა, ამ განზრახვის მიუხედავად, ივლისში მან მეცხრე სტუდიური ალბომი Don’t Tap the Glass გამოსცა, რომელიც ასევე გახდა Billboard 200-ის ლიდერი. ამ ეტაპზე ტაილერი სადებიუტო კინოროლზე მუშაობს ფილმში Marty Supreme, სადაც პარტნიორობას ტიმოთი შალამეს უწევს. 

ნახეთ ტაილერის პოსტი და მოუსმინეთ სიმღერას Mother:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შაკირა და The Weeknd FIFA-სა და Global Citizen-ის საგანმანათლებლო საბჭოს შეუერთდნენ

შემდეგი სტატია

Cardi B 2025 წლის 9 ოქტომბერი, ჰოლივუდი, კალიფორნია. ემი სუსმენი/Getty Image

Cardi B-ის თქმით ის ახალი ალბომის გამოცემას 2026 წელს გეგმავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

როგორ შეიქმნა JAY-Z-ის შოუები იანკის სტადიონზე – ინტერვიუ არტისტის გუნდის სამ მთავარ წევრთან

YOUNG GURU, ომარ ედვარდსი და ადამ ბლექსტოუნი ყვებიან, თუ როგორ მომზადდა Jay-Z-ის ისტორიული სამდღიანი სერია იანკის სტადიონზე.
მეტი
CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი