მეგ უაიტი White Stripes-ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლის ცერემონიას არ დასწრებია, თუმცა ჯეკის სამადლობელი სიტყვა დააკორექტირა

ჯეკის თქმით, ის მეგს რამდენიმე დღის წინ ესაუბრა.
ჯეკ უაიტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლის ცერემონიაზე
THEO WARGO/GETTY IMAGES FOR RRHOF

მეგ უაიტმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონია გამოტოვა, რომელში შესვლის პატივიც ჯეკ უაიტთან მის საკულტო დუეტს, White Stripes-ს ხვდა წილად. თუმცა მისი არყოფნის მიუხედავად, ჯეკის სიტყვა სწორედ მეგით დაიწყო და დასრულდა.

„მეგს რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე,” – თქვა უაიტმა. „მას სურდა, თქვენთვის გადმომეცა, რომ ძალიან მადლიერია ყველასი, ვინც მას მთელი ეს წლები მხარს უჭერდით. დღეს ეს ძალიან ბევრს ნიშნავს მისთვის.”

„მან ჩემი სიტყვა წინასწარ დააკორექტირა,” – დაამატა ჯეკმა თავისი სამადლობელი სიტყვის შესახებ, რომელიც მან დუეტის სახელით წარმოთქვა. „ბევრი პუნქტუაციური შესწორებაც შეიტანა.”

მიუხედავად იმისა, რომ უაიტის ემოციები მთელი სიტყვის განმავლობაში თვალსაჩინო იყო, ყველაზე მეტად ის მის მიერ წაკითხულ პოემაში იგრძნობოდა, რომელიც, მისი თქმით, ადრე მეგისთვის უნდა გაეგზავნა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. „ამის ნაცვლად კი, ვიფიქრე, დღეს თქვენთვის წამეკითხა,” – თქვა მან.

პოემა პატარა ბიჭსა და გოგოზეა, რომლებიც საკუთარი ხელებით თავიანთი ფანტაზიის სამყაროს აგებენ. ხალხი კი მათ უარყოფითად, დაცინვითა და ქვების სროლით ხვდება. ბავშვებს მხოლოდ ერთადერთი ადამიანი უღიმით, რაც მათ გაგრძელების ძალას აძლევს. ის ერთი უცნობი ადამიანი კი საბოლოოდ ღმერთი აღმოჩნდება.

White Stripes – მეგ უაიტი და ჯეკ უაიტი
GIE KNAEPS/GETTY IMAGES

White Stripes-ის სახელის ქვეშ ჯეკს და მეგს ერთად ექვსი ალბომი აქვთ გამოცემული, მათ შორისაა გრემის მფლობელი Icky Thump. მათი გზები 2011 წელს გაიყო. მეგი ამჟამად ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს.

ჯეკის სიტყვის შემდეგ ოლივია როდრიგომ და Feist-მა დუეტის 2002 წლის სიმღერა We’re Going to Be Friends შეასრულეს, 21 Pilots-მა კი White Stripes-ს 2003 წლის Seven Nation Army-ის სიმღერით მიაგო პატივი.

როდრიგოს არაერთხელ გაუმხელია, რომ White Stripes მისი საყვარელი ბენდია. „იმდენად შეპყრობილი ვიყავი ჯეკ უაიტის გიტარით, დედაჩემს ჩემი გიტარის გაკვეთილებზე ტარება დავაწყებინე, რათა ამ სიმღერების დაკვრა მესწავლა,” – ამბობდა მომღერალი 2021 წლის ინტერვიუში. მისი თქმით, Fell in Love With a Girl იყო მისი ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომლის დაკვრაც ისწავლა. როდგირო თავის საყვარელ მუსიკოსს პირველად 2022 წელს შეხვდა. 

ჯეკ უაიტი და ოლივია როდრიგო როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლის ცერემონიაზე
KEVIN MAZUR/GETTY IMAGES FOR RRHOF

2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიაზე ასევე პატივი მიაგეს Bad Company-ს, ჩაბი ჩეკერს, ჯო კოკერს, სინდი ლოპერს, OutKast-სა და Soundgarden-ს – საშემსრულებლო კატეგორიაში; Salt-N-Pepa-სა და უორენ ზევონს – მუსიკალური გავლენისთვის; ტომ ბელს, ნიკი ჰოპკინსსა და კაროლ კეის – მუსიკალური სრულყოფილებისთვის; ხოლო ლენი უარონკერს აჰმერ ერტეგიუნის ჯილდო გადაეცა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის ალბომი – The Life of a Showgirl უკვე ხუთი კვირაა, Billboard 200-ის ჩარტის ლიდერია 

შემდეგი სტატია

Soundgarden როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი