მაიკლ ბუბლეის ალბომი Christmas Billboard-ის სადღესასწაულო ალბომების ჩარტში პირველ პოზიციაზე ბრუნდება

ჩარტში ასევე გამოჩნდა ბრედ პეისლის, ტრიშა იერვუდისა და ჰერბ ალპერტის ახალი საშობაო ალბომები.
Michael Buble Evaan Kheraj
Michael Buble Evaan Kheraj

მაიკლ ბუბლეის უკვდავი საშობაო ალბომი Christmas Billboard-ის Top Holiday ალბომების ჩარტში პირველ ადგილზე ბრუნდება. ალბომი 2011 წელს გამოვიდა, საერთო ჯამში კი უკვე 61 კვირაა, ამ რეიტინგში ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს.

ჩარტში ახალი ჩანაწერებით ბრედ პეისლის, ტრიშას იერვუდის და ჰერბ ალპერტის დებიუტიც შედგა.

Top Holiday Albums ჩარტი კვირის განმავლობაში აშშ-ში ყველაზე პოპულარული სეზონური ალბომების 50-ეულს აჯამებს, რაც ალბომის ეკვივალენტური ერთეულებით გამოითვლება  და  მოიცავს: ალბომის გაყიდვებს, ტრეკის ეკვივალენტს (TEA ) და სტრიმინგის ეკვივალენტს 

(SEA).

Top Holiday Albums ჩარტი 2026 წლის იანვრის დასაწყისამდე ყოველკვირეულად ახლდება, რის შემდეგაც, ტრადიციულად, მომდევნო სეზონამდე ჩერდება. ჩარტი, როგორც წესი, ყოველწლიურად Billboard-ის რეიტინგთა სიაში ოქტომბერში ბრუნდება.

ბრედ პეისლის ახალი საშობაო ალბომი Snow Globe Town ჩარტში მე-15 პოზიციას იკავებს, ეს კი პეისლისთვის ამ რეიტინგში მოხვედრის მეორე შემთხვევაა. მისი 2006 წელს გამოცემული ალბომი Brad Paisley Christmas 2007 წლის იანვარში მე-2 ადგილზე იყო.

Snow Globe Town რვა ახალ სიმღერას და კლასიკურ საშობაო ჰიტებს აერთიანებს, რომელშიც შედის ასევე: The Christmas Song და Jingle Bell Rock.

ალბომი ასევე გამოჩნდა ჩარტებში: Top Album Sales – მე-15 ადგილით,  Top Current Album Sales – მე-14 ადგილით და  Top Country Albums ჩარტში 49-ე ადგილით.

ტრიშა იერვუდის Christmastime Top Holiday Albums ჩარტში 36-ე  პოზიციაზეა. ალბომში შეტანილია ახალი ვერსიები კლასიკური კომპოზიციებიდან, როგორებიცაა My Favorite Things, Pure Imagination და Santa Claus Is Coming to Town.

დისკი ასევე მოიცავს ახალ ორიგინალ კომპოზიციას, სახელწოდებით Merry Christmas, Valentine, რომელიც იერვუდისა და გარდ ბრუკსის  კოლაბორაციით შეიქმნა. 

Top Holiday Albums-ის ჩარტში ჰერბ ალპერტის ალბომის, Christmas Time Is Here-ის დებიუტი შედგა, რომელიც რეიტინგში 44-ე ადგილს იკავებს. ეს ალპერტის მესამე საშობაო ალბომია. იგი ასევე დებიუტირებს Contemporary Jazz Albums ჩარტში მე-4 პოზიციით და მე-18 პოზიციაზეა Jazz Albums-ის საერთო რეიტინგში. ალბომში ასევე შედის ახალი ვერსიები სიმღერებზე: All I Want for Christmas Is You, Santa Baby  და Winter Wonderland.

ჰერბ ალპერტის პირველი სეზონური ნამუშევარი 1968 წლის Christmas Album იყო, რომელმაც Billboard-ის Christmas LP-ის ჩარტში N1 პოზიცია დაიკავა.  მისი მეორე, 2017 წლის ალბომი The Christmas Wish კი იმავე წელს Top Holiday Albums-ის ჩარტში მე-5 ადგილს იკავებდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ბილბორდ იტალიის” Women in Music 2025-ის სრული პროგრამა

შემდეგი სტატია

ფილმი The Moment მუსიკოს Charli xcx-ის და მისი ალბომის – Brat-ის ეპოქის ალტერნატიულ ვერსიას აჩვენებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი