Billboard-ის მკითხველის გადაწყვეტილებით, კვირის ახალ რელიზებს შორის ჯგუფ Stray Kids-ის ალბომი ლიდერობს

DO IT-მა ხმების 86% მიიღო.
Stray Kids
JYP ENTERTAINMENT

Stray Kids-ის უახლესი ალბომი – DO IT ამ კვირის Billboard-ის გამოკითხვაში ლიდერობს. მუსიკის მოყვარულებმა Billboard-ის მიერ 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ გამოკითხვაში გამარჯვებულის სტატუსი სწორედ Stray Kids-ის ახალ, ხუთტრეკიან EP-ის მიანიჭეს.

DO IT იმავე კვირაში გამოიცა, როცა Wicked: For Good ფილმის საუნდტრეკის პრემიერა შედგა. ამ კვირაში ახალი მუსიკა ასევე გამოუშვეს ტეიტ მაკრეიმ, The Kid LaROI-მ, Tainy-მ Karol G-თან ერთად და სხვა არტისტებმა. მიუხედავად იმისა, რომ Wicked: For Good გაყიდვების ლიდერია, Billboard-ის მკითხველთა უმრავლესობამ აშკარა უპირატესობა Stray Kids-ს  მიანიჭა – DO IT-მა ხმების 86% მიიღო.

Stray Kids-ის ეს ახალი ნამუშევარი, რომელსაც ჯგუფი მიქსტეიპად და „სპეციალურ ალბომად” მოიხსენიებს, მათი მეოთხე კორეულენოვანი სტუდიური ალბომის – Karma-ს შემდეგი რელიზია. Karma სექტემბერში Billboard 200-ის პირველ პოზიციას იკავებდა. 

ჯგუფის თქმით, DO IT წარმოადგენს მუსიკალურ მოწოდებას – „იმოქმედე თამამად და თავდაჯერებულად ახლავე“, პარალელურად კი გადმოსცემს იმ გზას, რომელსაც Stray Kids გადის საკუთარი მიზნის მისაღწევად. 

EP მოიცავს შემდეგ სიმღერებს: Do It, DIVINE, Holiday, Photobook და Do It (Festival Version). პირველი ტრეკი ჯგუფმა მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად წარადგინა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Radiohead-ის ლონდონის კონცერტის მნიშვნელოვანი მომენტები

შემდეგი სტატია

The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

The Cave  – ქართული ალტერნატიული სივრცის ახალი სახე და სინგლი Mrs Cherry, რომელიც 30 ნოემბერს გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი