სინთია ერივო ცხოვრებისეულ გამოცდილებას ახალ წიგნში – Simply More-ში აზიარებს

წიგნში ვარსკვლავი Wicked-ის მზადების პროცესს და მის სამსახიობო კარიერულ ზრდას აღწერს.
Cynthia Erivo 'Simply More.' AMAZON
სინთია ერივო Simply More. AMAZON

სინთია ერივომ ახლახანს ფილმ Wicked-ში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. ფილმის პირველმა საუნდტრეკმა Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა, რაც სცენიდან კინოადაპტაციის ყველაზე მაღალი საწყისი წერტილია. ის ასევე ერთდროულად ლიდერობდა Top Album Sales, Soundtracks და Vinyl ალბომების ჩარტებში. საუნდტრეკის შვიდი სიმღერა Billboard Hot 100-ის სათავეში მოექცა, მათ შორის სინთია ერივოს შესრულებული ჰიტი Defying Gravity, რომელიც ჩარტში 44-ე ადგილს იკავებდა.

ბოროტი ჯადოქრის როლის შესრულების შემდეგ, ფილმის გადაღების პროცესს და შიდა სამზარეულოს ერივო თავის ახალ წიგნში Simply More: A Book for Anyone Who Has Been Told They’re Too Much აღწერს. ის ამჟამად Amazon-ზე N1 ბესტსელერია.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნის მთავარი ხიბლი სინთია ერივოს Wicked-ზე მუშაობაა, ავტორი ასევე წერს პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე და იმ გამოცდილებაზე ჰყვება, რაც წლების განამავლობაში დააგროვა.  „ივარჯიშე, როგორც მოკრივემ“ – ამ სათაურის მქონე ქვეთავში ერივო პერსონაჟ ელფაბას როლის მოსამზადებელ პროცესზე საუბრობს.

წიგნში მსახიობი წერს: „მოსამზადებლად სამი კვირა მქონდა. ეს ძალიან განსხვავდება იმ ორი დღისგან, რაც The Color Purple-ისთვის მომცეს. აქ ყველაფერი იცვლება, მუსიკა და ყველა სცენა ავიღე და ისე დავიწყე მათზე მუშაობა, თითქოს ვარჯიშზე ვიყავი. თითქოს მოკრივე ვყოფილიყავი“. აღსანიშნავია, რომ სინთია ერივო ბროდვეისთვის უცხო არ არის, მისი დებიუტი 2015 წელს The Color Purple-ში შედგა, ეს არის ბროდვეის განახლებული სპექტაკლი, სადაც მსახიობმა ტონის პრემია მიიღო. 

„Wicked-ის სიმღერების შესრულებისას ისე დავრბოდი წინ და უკან, როგორც ვარჯიშის დროს. ვმღეროდი მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი სრულად ჩამებეჭდა ჩემს გონებასა და სხეულში. მინდოდა, მუსიკა და დიალოგები იმდენად ღრმად გამჯდარიყო ჩემში, რომ კასტინგზე მისვლისას ტექსტზე, მელოდიაზე და სტრიქონებზე არ მეფიქრა. უბრალოდ მინდოდა, ეს ყველაფერი ჩემი დნმ-ის ნაწილი ყოფილიყო”. – იხსენებს სინთია ერივო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლივია დინი ბილეთების კომპანიებს მაღალი გადასაყიდი ფასების გამო აკრიტიკებს

შემდეგი სტატია

ჯონი მიტჩელს Juno Awards-ის Lifetime Achievement ჯილდო გადაეცემა

შეიძლება დაგაინტერესოთ

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი