Bad Bunny სტრიმინგ სერვის Spotify-ს 2025 წლის ყველაზე დიდი არტისტია

მას მოსდევს ტეილორ სვიფტი, The Weeknd, Drake, ბილი აილიში, კენდრიკ ლამარი, ბრუნო მარსი და არიანა გრანდე.
Bad Bunny
ERIC ROJAS

Spotify-მ სტრიმინგის ყოველწლიური შემაჯამებელი რეიტინგი – Spotify Wrapped 2025 გამოაქვეყნა. 

Bad Bunny წლევანდელი Spotify Wrapped-ის გლობალური ტოპ სიების უმრავლესობაში დომინირებს.

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი 2025 წლის გლობალურ ტოპ არტისტებს შორის საერთო ჯამში პირველ ადგილზე გავიდა. მას მოსდევს ტეილორ სვიფტი, შემდეგ კი, თანმიმდევრობით: The Weeknd, Drake, ბილი აილიში, კენდრიკ ლამარი, ბრუნო მარსი, არიანა გრანდე. Bad Bunny-ს ალბომი DeBÍ TiRAR MáS FOToS, რომელიც იანვარში Billboard 200-ის სათავეში მოხვდა, ასევე დასახელდა 2025 წლის გლობალურ ტოპ ალბომად. მას მოსდევს პოპულარული ნამუშევრები: KPop Demon Hunters, ბილი აილიშის HIT ME HARD AND SOFT,  SZA-ს SOS Deluxe: LANA (SZA) და საბრინა კარპენტერის Short n’ Sweet.

ლედი გაგასა და ბრუნო მარსის სიმღერა Die with a Smile 2025 წლის გლობალურ ტოპ სიმღერად დასახელდა. მას მოსდევს: ბილი აილიშის Birds of a Feather, როზესა და ბრუნო მარსის APT,  ალექს უორენის Ordinary და Bad Bunny-ს ალბომის ტრეკი – DtMF.

ზედიზედ მეექვსე წელია, Karol G ყველაზე მეტად მოსმენილ ქალ ლათინო არტისტად სახელდება როგორც აშშ-ში, ასევე გლობალურად. მას შეუერთდნენ შაკირა, კალი უჩისი, Emilia, Young Miko და მარია ბასერა.

იხილეთ Spotify-ს 2025 წლის გლობალური ტოპ ლათინური სიები.

გლობალური ტოპ ლათინო არტისტები 2025:

  Bad Bunny

  Fuerza Regida

  Rauw Alejandro

  Peso Pluma

  Karol G

გლობალური ტოპ ლათინური სიმღერები 2025:

  DTMF – Bad Bunny

  BAILE INoLVIDABLE – Bad Bunny

  La Plena – W Sound 05 – W Sound, Béele, Ovy On The Drums

  NUEVAYoL – Bad Bunny

  EoO – Bad Bunny

გლობალური ტოპ ლათინური ალბომები 2025:

  DeBÍ TiRAR MáS FOToS – Bad Bunny

  Un Verano Sin Ti – Bad Bunny

  Mi Vida Mi Muerte – Neton Vega

  BORONDO – Béele

  INCÓMODO – Tito Double P

ტოპ ლათინური ალბომები აშშ-ში 2025:

  DeBÍ TiRAR MáS FOToS – Bad Bunny

  Mi Vida Mi Muerte – Neton Vega

  Un Verano Sin Ti – Bad Bunny

  INCÓMODO – Tito Double P

  $AD BOYZ 4 LIFE II – Junior H

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bad Boy-ის თანადამფუძნებლის თქმით, Diddy-მ The Notorious B.I.G.-ის მემკვიდრეებს მისი დაკრძალვის ხარჯები გადაახდევინა

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანი იხსენებს, თუ როგორ ადანაშაულებდა კანიე უესტი 2016 წლის ძარცვის სცენის გაყალბებაში 

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი
LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me LLOUD/ YouTube

LISA-მ ფილმიდან Always Lalisa ახალი ემოციური სინგლი Leave With Me  წარადგინა

ნელი, მელოდიური ბალადა დოკუმენტური ფილმის ტიტრების ფონზე ჟღერს. ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
მეტი
wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი