ფესტივალ „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში ორგანისტ რომან კრასნოვსკის კონცერტი გაიმართება

კრასნოვსკის რეპერტუარი მოიცავს ბაროკოსა და კლასიციზმის ეპოქებს, რომანტიზმსა და XXI საუკუნის მუსიკას.

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი – „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ გრძელდება. ფესტივალის მეორე კონცერტი 10 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. ორგანისტი რომან კრასნოვსკი სოლო კონცერტის ფარგლებში „Alexander Schuke Potsdam“-ის 3 მანუალიან, 40 რეგისტრიან ორგანზე დაუკრავს. 

რომან კრასნოვსკი, წარმოშობით უკრაინელი ორგანისტი, 1990 წელს საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. წლების განმავლობაში იყო იერუსალიმში „რუბინის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის“ ასისტენტ-პროფესორი, ამჟამად კი კარმიელის კონსერვატორიის პროფესორია. მისი კონცერტები წარმატებით იმართება ავსტრიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, იტალიაში, აშშ-ში. კრასნოვსკი ასევე ატარებს მასტერკლასებს სხვადასხვა საორგანო პროგრამისა და კურსის ფარგლებში.

მისი რეპერტუარი მოიცავს ბაროკოსა და კლასიციზმის ეპოქებს, რომანტიზმსა და XXI საუკუნის მუსიკას. რომან კრასნოვსკის ინიციატივით რეგულარული „საორგანო კონცერტების სერია” დაფუძნდა. 

რომან კრასნოვსკი
ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ გ

10 დეკემბრის საკონცერტო პროგრამა მოიცავს იოჰან სებასტიან ბახის, ფელიქს მენდელსონ-ბართოლდის, იოჰანეს ბრამსის,  იოჰან კრისტიან ჰაინრიხ რინკის, გეორგი კურკოვის და რომან კრასნოვსკის ნაწარმოებებს.

კონცერტი 19:00-ზე დაიწყება. 

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: იტალიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ესპანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, თიბისი ბანკი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დოლი პარტონი და მაილი საირუსი გრემის ყოველწლიურ 61-ე დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: კევინ უინტერი / Getty Images The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

ბობ დილანი 2023 წლის 23 სექტემბერი, ინდიანას შტატი. ფოტო: გარი მილერი//GETTY IMAGES

ბობ დილანი Rough and Rowdy Ways-ის ტურს აგრძელებს და 2026 წელს აშშ-ში 27 კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი