Coldplay-ს კამერის სკანდალის მთავარი გმირი დუმილს არღვევს

კრისტინ კაბო ისტორიის განსხვავებულ ვერსიას ჰყვება.
კრის მარტინი Coldplay-ს კონცერტზე
ANDREW BENGE/GETTY IMAGES

არცთუ ისე ბევრ მომენტს ხვდა 2025 წლის ონლაინსივრცეში იმ მასშტაბის გამოხმაურება, როგორიც Coldplay-ს კამერის სკანდალს. თუმცა მხოლოდ ერთადერთ ადამიანს შეუძლია, ისაუბროს მთელი ცხოვრების შემცვლელ გამოცდილებაზე – ქალს, რომელიც თავად იყო ამ ინციდენტის მთავარი გმირი. 

ეს ადამიანია კრისტინ კაბო – „ასტრონომერის” ყოფილი მენეჯერი, რომელიც კამერამ მის უფროსთან და კომპანიის მაშინდელ დირექტორ ენდი ბაირონთან ერთად რომანტიკულ მომენტში დააფიქსირა. რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ის ჩრდილში იყო და ითმენდა სიტყვიერ შეურაცხყოფებსა და მუქარებს, როგორც ონლაინ, ასევე პირადად, საბოლოოდ კაბო დუმილს არღვევს და New York Times-თან ინტერვიუში ცნობილი ამბის საკუთარ ვერსიას ჰყვება.

„ცუდი გადაწყვეტილება მივიღე და რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლი დავლიე, ვიცეკვე და შეუფერებლად მოვიქეცი ჩემს უფროსთან,” – ამბობს კაბო. „ცხადია, ეს არ არის ნორმალური. და მე ავიღე ამაზე პასუხისმგებლობა და სანაცვლოდ მთელი ჩემი კარიერა დავთმე. ეს არის საზღაური, რისი გადახდაც თავად გადავწყვიტე.”

„მინდა, ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ შეიძლება შეცდომები დაუშვა და შეიძლება უბრალოდ ჩაფლავდე, მაგრამ ამისთვის მოკვლით არ უნდა გემუქრებოდნენ.”

ინციდენტის შემდეგ საზოგადოებამ – რომელმაც მალევე გაარკვია, რომ კაბო ბაირონის დირექტორობის პირობებში კომპანიის ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი იყო და რომ ორივე მათგანი იმყოფებოდა ქორწინებაში სხვა პირებთან  – წყვილი სწრაფად ამხილა მრუშობის დანაშაულში. თუმცა კაბო, მიუხედავად გაცნობიერებისა, რომ მსგავსი ცეკვა უფროსთან სრულიად შეუსაბამო იყო, ხსნის, რომ ამ ამბავში გაცილებით მეტი დეტალია, ვიდრე ხალხი ამას ხედავს და იაზრებს. 

შემთხვევის დროს კაბო და მისი მეუღლე უკვე განქორწინებულები იყვნენ. როგორც თავად ამბობს, ბაირონთან ახლო ურთიერთობა სწორედ მაშინ ჩამოუყალიბდა, როცა ქორწინებაში პრობლემები ჰქონდა, ბაირონმა კი მას უთხრა, რომ ისიც იმავეს გადიოდა. 

უფროსისადმი გრძნობების გაჩენის მიუხედავად, კაბო ამტკიცებს, რომ ის ამ გრძნობებს აკონტროლებდა. მისი თქმით, Coldplay-ს კონცერტი პირველი და ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მან და ბაირონმა ერთმანეთს აკოცეს. 

„ჩემი გონების რაღაც ნაწილი დახტოდა, ხელებს მიქნევდა და მეუბნებოდა: ‘არ გააკეთო ეს,’ თუმცა მე ვფიქრობდი: ‘ვაკონტროლებ’. შემიძლია მყავდეს ‘ქრაში’. მე ამას გავუმკლავდები.’”

როდესაც მისი კადრი Coldplay-ს კონცერტზე დიდ ეკრანზე გამოჩნდა, კაბოს თქმით, იმ მომენტში სირცხვილსა და შიშს გრძნობდა. ის ჰყვება, რომ მან და ბაირონმა მაშინვე დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ ეცნობებინათ „ასტრონომერის” ბორდისთვის მათი შეცდომის შესახებ. მაგრამ როცა ისედაც რთული მომენტი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. 

ცეცხლზე ნავთი იყო „ასტრონომერის” კრიზისების მართვის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც მათ Coldplay-ს სოლისტის, კრის მარტინის ყოფილი მეუღლე გვინეთ პელტროუ დაიქირავეს, რათა გადაეღოთ სახალისო ვიდეო, რომელიც განზრახ არ შეეხებოდა არსებულ პრობლემას. „მე დამიქირავეს, რათა ვისაუბრო “ასტრონომერის” 300-ზე მეტი თანამშრომლის სახელით,” – სარკასტულად ამბობს პელტროუ. “ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამდენმა ადამიანმა გამოიჩინა ინტერესი მონაცემთა სამუშაო პროცესის ავტომატიზაციის მიმართ.”

ინციდენტზე ირონიული კომენტარები გააკეთა თავად კრის მარტინმაც და შემთხვევას სრული კრახი უწოდა. თუმცა მისი პირადი ცხოვრების გასაჯაროების, შეურაცხყოფების, მრუშის იარლიყისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარის შემდეგაც კი – რომ აღარაფერი ვთქვათ შეგრძნებაზე, რომ შესაძლოა მისი შვილებიც კი არ იყვნენ დაცული – კაბოს უბრალოდ სურს, ადამიანებს ახსოვდეთ, რომ შეცდომა ყველას მოსდის, მიუხედაცად იმისა, დაინახავს თუ არა ამას მთელი მსოფლიო და ამბობს: „შეიძლება საუბარი იქ დავიწყოთ, სადაც არსებობს სივრცე ამ ამბის განსხვავებული ვერსიისთვის?” 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მერაია კერი & Boyz II Men, One Sweet Day COURTESY PHOTO

იყო თუ არა მერაია კერისთვის 1995 წელი 90-იანი წლების პოპმუსიკის ეპოქის დასაწყისი?

შემდეგი სტატია

21 Savage-მა Future-ს საჯარო ბოდიში მოუხადა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი