Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ორგანიზებით, PEGGY GOU თბილისში დაუკრავს

24 აპრილს ელექტრონული მუსიკის სცენის სუპერვარსკვლავი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კორეელი დიჯეი და პროდიუსერი – PEGGY GOU – Radio City (District 4)-ში წარდგება.
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ორგანიზებით, PEGGY GOU თბილისში დაუკრავს
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ორგანიზებით, PEGGY GOU თბილისში დაუკრავს

უახლოეს მომავალში თბილისი კიდევ ერთხელ გახდება მსოფლიო ელექტრონული მუსიკის მნიშვნელოვანი ეპიცენტრი. 24 აპრილს Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ორგანიზებით Radio City (District 4)-ში გაიმართება ღონისძიება, სადაც ელექტრონული მუსიკის სცენის სუპერვარსკვლავი, კორეელი დიჯეი და პროდიუსერი PEGGY GOU  მსმენელის წინაშე წარდგება.

PEGGY GOU დღეს ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან ფიგურად ითვლება. სამხრეთ კორეაში დაბადებული არტისტი  სასწავლებლად ლონდონში გაემგზავრა და მისი მუსიკალური კარიერაც სწორედ იქ დაიწყო. ლონდონის კლუბური სცენა გახდა სივრცე, სადაც PEGGY GOU-მ საკუთარი უნიკალური ჟღერადობა ჰაუსის, ტექნოსა და პოპ-ელემენტების ბუნებრივი სინთეზით ჩამოაყალიბა, რაც მის ერთ-ერთ მთავარ ხელწერად იქცა. 

აღსანიშნავია, რომ PEGGY GOU მხოლოდ დიჯეი და პროდიუსერი არ არის,  მან ასევე დააფუძნა მუსიკალური ლეიბლი და დიზაინ ბრენდი Gudu.

PEGGY GOU-ს მიერ შექმნილი ტრეკები მალევე იქცა გლობალურ ჰიტებად, მათ შორისაა: Gou Talk;  It Makes You Forget (Itgehane); Starry Night; Jigoo (Mooris Fulton-თან ერთად); Nabi (OHHYUK-თან კოლაბორაციით); I Go.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი ტრეკი (It Goes Like) Nanana, რომელიც მოკლე დროში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სინგლად იქცა და ჩარტებში პირველი პოზიციაც დაიკავა. სწორედ ეს ნამუშევარი გახდა PEGGY GOU-ს კარიერაში გარდამტეხი ეტაპი.

PEGGY GOU-ს ჰიტებმა გზა გაუხსნა მას მსოფლიოს წამყვან კლუბებსა და ფესტივალებზე, მისი სახელი დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან პლატფორმებთან, როგორებიცაა Glastonbury, Dekmantel, Printworks და De School. გარდა ამისა, არტისტი ერთდღიანი ფესტივალის Pleasure Gardens კურატორია, რომელიც ლონდონის Finsbury Park-ში უკვე წლებია, იმართება და თანამედროვე ელექტრონული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ყოველწლიურ მოვლენად ითვლება.

თბილისში დაგეგმილი კონცერტი PEGGY GOU-ს გლობალური ტურნეს ფარგლებში გაიმართება, სადაც მსმენელს შესაძლებლობა მიეცემა, ცოცხლად მოუსმინოს არტისტს, რომელმაც თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ესთეტიკა მნიშვნელოვნად გარდაქმნა.

ასე რომ, მოინიშნეთ 24 აპრილი და არ გამოგრჩეთ ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც  Radio City (District 4)-ში გაიმართება.

ბილეთების შეძენა პალატფორმა Biletebi.ge-ის საშუალებით უკვე შესაძლებელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bedford Falls: მუსიკა, რომელიც მომენტებს მოგონებებად აქცევს

შემდეგი სტატია

ინგლისელი მუსიკოსი კრის რი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი