Mechanical Rainbow-მ ახალი სიმღერა – „კოჯრის ტყის სიზმარი“ გამოუშვა

სიმღერა 1978 წელს გადაღებულ მარიონეტულ ფილმს – „კოჯრის ტყის სიზმრებს“ უკავშირდება.
Mechanical Rainbow
„კოჯრის ტყის სიზმარი“

ქართულმა ალტერნატიულმა ჯგუფმა Mechanical Rainbow მსმენელს ახალი საახალწლო კომპოზიცია, სახელწოდებით „კოჯრის ტყის სიზმარი“ წარუდგინა. ნამუშევარი გამორჩეულია თავისი ნოსტალგიური ელემენტებით. სიმღერა 1978 წელს გადაღებულ მარიონეტულ ფილმს – „კოჯრის ტყის სიზმრებს“ უკავშირდება. ბენდმა კომპოზიციაში აუდიო სემპლი სწორედ ამ კლასიკური ქართული ფილმიდან აიღო.

სიმღერის მიქსინგზე ჯგუფის ვოკალისტმა, დადუ დონაძემ იმუშავა, მასტერინგი კი მუსიკალურ პროდიუსერს  –  Denivarlevy-ს ეკუთვნის. 

Mechanical Rainbow 2018 წელს ჩამოყალიბდა და მოკლე დროში ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ ბენდად იქცა. მათ განსაკუთრებული პოპულარობა  მოუტანა ისეთმა ჰიტებმა, როგორებიცაა: HOPE, Sevdanarevi, „სდექ” და სხვა. ჯგუფმა მსმენელს არაერთი კოლაბორაციაც შესთავაზა. Mechanical Rainbow-მ სხვადასხვა დროს ითანამშრომლა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Kordz, სტეფანე, გიორგი გიგაშვილი. 

„კოჯრის ტყის სიზმარი“ უკვე ხელმისაწვდომია მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Jean-Michel Jarre FRANCOIS ROUSSEA

საფრანგეთი ელექტრონულ მუსიკას „არამატერიალურ კულტურულ ძეგლად“ აღიარებს

შემდეგი სტატია

ნიკი ნოკოლი სამსახიობო დებიუტზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი