Bedford Falls-მა ახალი სიმღერა და ანიმაციური ვიდეო წარადგინა

UCNAURI ბენდის მომავალი ალბომის, Lazy Bones-ის ნაწილია.
Bedford Falls
UCNAURI

Bedford Falls ახალ სიმღერას და მასზე შექმნილ ანიმაციურ ვიდეოს ავრცელებს. UCNAURI – ასე ჰქვია ახალ კომპოზიციას, რომელიც ბენდის მომავალი ალბომის, Lazy Bones-ის ნაწილია. UCNAURI ალბომის მეორე ტრეკია, რომელიც ჯგუფმა მსმენელს გააცნო. მანამდე, 9 დეკემბერს, პირველი სინგლი – AMBROSIA გამოვიდა.

2025 წლის დეკემბერში Bedford Falls ჟურნალ Billboard Georgia-ს რედაქტორის წარდგენით გლობალურ Billboard-ზე მოხვდა. მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მუსიკალური ჟურნალის მეშვეობით ქართული ჯგუფი მრავალმილიონიან აუდიტორიას გაეცნო.

ამ პუბლიკაციას წინ უძღოდა Bedford Falls-ის ახალი ალბომის ანონსი. Lazy Bones ლეიბლ Stockton Records-ზე გამოიცემა.

2026 წლის 3 იანვარს Spacehall-ში Bedford Falls სრულმეტრაჟიან ლაივ კონცერტს გამართავს. ბენდი ძველ ჰიტებთან ერთად ახალი ალბომიდან ტრეკებსაც შეასრულებს.

Bedford Falls 2014 წელს შეიქმნა. ბენდის შემადგენლობაში არიან: დათო (ვოკალი), მიხო (გიტარა), სანდრო (დრამი და ბექვოკალი) და მიგრო (ბასი). შექმნისთანავე ჯგუფმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი სცენაზე და ერთ-ერთ გამორჩეულ მუსიკალურ კოლექტივად ჩამოყალიბდა.

ბენდის სახელწოდება შთაგონებულია ფრენკ კაპრას საკულტო ფილმით It’s a Wonderful Life, რომლის მოქმედებაც გამოგონილ ქალაქში – Bedford Falls-ში ვითარდება. ამ ქალაქის იდეა ჯგუფის იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, რადგან Bedford Falls არის ადგილი, სადაც ადამიანების ცხოვრება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკი ნოკოლი სამსახიობო დებიუტზე საუბრობს

შემდეგი სტატია

29 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გიორგი მიქაძის ჯაზტრიოს კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი