ჰარი სტაილსმა Forever, Forever-ის მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

ვიდეოში 2023 წელს გამართული Love On Tour-ის დასკვნით კონცერტზე ამ კოპოზიციის შესრულებაა ნაჩვენები.
ჰარი სტაილსი - Forever, Forever COURTESY PHOTO
ჰარი სტაილსი – Forever, Forever COURTESY PHOTO

ორ წელზე მეტხნიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ, ახალი წლის წინ, ჰარი სტაილსმა ახალი მუსიკალური კონტენტი გააზიარა. 27 დეკემბერს პოპ-სუპერვარსკვლავმა და ჯგუფ One Direction-ის ყოფილმა წევრმა გულშემატკივრებს კომპოზიცია Forever, Forever-ის ოფიციალური ვიდეოკლიპი წარუდგინა. ეს არის ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომელიც მან ცოცხლად პირველად 2023 წლის 22 ივლისს იტალიის ქალაქ რეჯო ემილიაში ფორტეპიანოზე შეასრულა. ეს კი ჰარი სტაილსის Love On Tour-ის ბოლო კონცერტის ნაწილი იყო.

ვიდეო ნოსტალგიურ განწყობას ატარებს და როგორც ტურს, ისე იმ დიდ მუსიკალურ საზოგადოებას ეხმიანება, რომელიც ჰარი სტაილსმა წლების განმავლობაში შექმნა. კლიპი მხატვრულად გადაღებული კადრებით იწყება, სადაც გულშემატკივრები RCF Arena-ს წინ Love On Tour-ის დასკვნითი შოუს სანახავად ემზადებიან. 

ცნობისთვის, ორი წლის განმავლობაში მიმდინარე ტურნეს ფარგლებში ხუთ მილიონზე მეტი ბილეთი გაიყიდა და შემოსავალმა ჯამში 617 მილიონი დოლარი შეადგინა.

ვიდეოში ასევე აღბეჭდილია უამრავი გულწრფელი მომენტი. ერთ-ერთ ეპიზოდში სცენაზე ფორტეპიანო შემოაქვთ, ჰარი სტაილსი კი Forever, Forever-ის შესრულების წინ გულშემატკივრებს მიმართავს, რომ ეს სწორედ მათთვის შეიქმნა.

ვიდეო სრულდება გზავნილით: WE BELONG TOGETHER (ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით).

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები უშუალოდ Forever, Forever-ის ვიდეოში არ ჟღერს, იტალიაში გამართულ კონცერტზე ჰარი სტაილსმა გულწრფელი სიტყვებით მიმართა გულშემატკივრებს.

„მე ამას უთქვენოდ ვერ გავაკეთებდი. ეს ყველაზე კარგად ვიცი. ისიც ვიცი, რომ დღეს აქ ყოფნით გსურდათ, ეს საღამო ჩემთვის განსაკუთრებული ყოფილიყო. მინდა გითხრათ, რომ თქვენი დამსახურებით ჩემი ყოველი საღამო განსაკუთრებულია. ატმოსფერო, რომელიც თქვენ შექმენით, ოჯახი, რომელიც ერთად ჩამოაყალიბეთ, უსაფრთხო სივრცე, რომელიც აქ არსებობს, – ამ ყველაფრისთვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ,“  – თქვა ჰარი სტაილსმა.

„ვიცი, რომ ამ სამყაროში თავს წარმოუდგენლად პატარად გრძნობ და ძალიან, ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ ყველაფერს, რასაც აკეთებ შეიძლება რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. თუმცა ამას ყოველდღიურად ვხედავ იმ პატარა დეტალებში, რასაც აკეთებთ,  იმაში, თუ როგორ ექცევით ერთმანეთს. ვხედავ, როგორ მოქმედებს ეს  ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებზე, ეს რიცხვი საკმაოდ დიდია და მჯერა, ეს არ დამთავრდება  ამ ტურნეს დასრულებით. მინდა, რომ თქვენ განაგრძოთ. გაავრცელეთ სიყვარული სამყაროში. მას ეს ახლა ნამდვილად სჭირდება“, – თქვა ჰარი სტაილსმა.

ჰარი სტაილსის ბოლო მუსიკალური ვიდეო Satellite  2023 წლის გაზაფხულზე გამოვიდა და ალბომ Harry’s House-ის მეოთხე და საბოლოო სინგლია. სტუდიური ალბომი Harry’s House 2022 წელს გამოვიდა და Billboard 200-ის ჩარტის პირველ ადგილზე ორი კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

ნახეთ ჰარი სტაილსის ვიდეო Forever, Forever

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Nikakoi-მ ალბომი Freckles გამოუშვა

შემდეგი სტატია

დეონ კოულის კომედიურ შოუში მოულოდნელი გამოჩენისას, კანიე უესტმა ახალი ალბომი დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი