გრეისი აბრამსი ახალი ალბომის შესახებ: „უკვე სრულიად მზად ვარ”

არტისტმა ლოს-ანჯელესში გამართულ ღონისძიებაზე ალბომის გამოსვლის შესახებ მინიშება გააკეთა.
გრეისი აბრამსი Chanel-ის ვახშამზე, 2026 წლის 7 იანვარი, ლოს-ანჯელესი. GILBERT FLORES/VARIETY
გრეისი აბრამსი Chanel-ის ვახშამზე, 2026 წლის 7 იანვარი, ლოს-ანჯელესი.
GILBERT FLORES/VARIETY

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ცნობილი არ არის, როდის გამოვა გრეისი აბრამსის 2024 წლის ალბომის, The Secret of Us-ის გაგრძელება, მომღერალი და სიმღერების ავტორი  მოუთმენლად ელის, მსმენელს ახალი ნამუშევარი გაუზიაროს.

„უკვე სრულიად მზად ვარ, რომ ეს ყველას საკუთრება გახდეს,” – განაცხადა გრეისი აბრამსმა ჟურნალ People-თან ინტერვიუში 7 იანვარს,  ლოს-ანჯელესში, Chateau Marmont-ში გამართულ Chanel-ის ღონისძიებაზე.

“ასეთი შეგრძნება არცერთ სხვა ნამუშევარზე არ მქონია, ამიტომ ეს, კარგი გაგებით, მაფორიაქებს.”  – დაამატა მან თავის მესამე ალბომზე საუბრისას. 

გრეისი აბრამსს ჯერ არ გაუმხელია, ამჯერად ვისთან ერთად მუშაობს სტუდიაში, თუმცა მისი პირველი ორი სრულმეტრაჟიანი ალბომი:  Good Riddance (2023) და The Secret of Us (2024), რომელიც Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილზე მოხვდა,  პროდიუსერ აარონ დესნერთან (The National-ის წევრი) თანამშრომლობით შეიქმნა.

ჯერჯერობით არაფერია დადასტურებული იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოისმინონ გულშემატკივრებმა გრეისი აბრამსის ახალ ალბომში, თუმცა ზაფხულში მან ორი გამოუქვეყნებელი სიმღერა ცოცხლად შეასრულა: Out of Nowhere  Glastonbury-ს ფესტივალზე და ,Crazy Girl – BST Hyde Park-ზე. 2025 წლის დასაწყისში მისი კიდევ ერთი კომპოზიციის, Death Wish-ის დებიუტი შედგა. სიმღერა ცოცხლად ჩაიწერა არტისტის The Secret of Us Tour-ის ფარგლებში, დიდ ბრიტანეთში გამართულ კონცერტზე, და აპრილში პრომო-სინგლის სახით გამოვიდა.

გრეისი აბრამსი მარტში, 2025 წლის Billboard Women in Music Awards-ზე წლის სიმღერების ავტორად (Songwriter of the Year) დასახელდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Mamaflex-ის მუსიკალური პერფორმანსი Mono Hall-ში

შემდეგი სტატია

ნახეთ 2026 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებულები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი