„სპოტიფაი” იმ არტისტებისა და კომპოზიტორების სიას აქვეყნებს, რომელთაც 2026 წელს თვალი უნდა მიადევნოთ

სტრიმინგ გიგანტის Artists to Watch-ში შედიან სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები მთელი მსოფლიოდან.
SPEED

თუ „სპოტიფაის” სიას ერთგვარ საზომად მივიჩნევთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიტარის ბენდების ეპოქა ავსტრალიაში ჯერ კიდევ არ სრულდება.

მუსიკალური სტრიმინგის გიგანტმა 2026 წლის Artists to Watch გამოაქვეყნა – იმ არტისტების სია, რომლებსაც მომდევნო წელს უნდა მოუსმინოთ სხვადასხვა ჟანრში, იქნება ეს აფრობიტსი, ქანთრი, ჰიპ-ჰოპი, ლათინური მუსიკა თუ სხვა. 

როკ/ალტერნატივის კატეგორიის სამი წარმომადგენლიდან ორი – მულტიჟანრული როკარტისტი ეკა ვანდალი და სიდნეის ჰარდკორ ჯგუფი Speed – ავსტრალიიდანაა. მათთან ერთად დიდ ლიგაში ასევე მოხვდა როკჯგუფი Die Spitz ტეხასიდან.

სიაში, ინდი-ფოლკ კატეგორიაში, ავსტრალიის მესამე წარმომადგენელიც შევიდა – ჯგუფი Folk Bitch Trio მელბურნიდან.

„ავსტრალიელი არტისტები სულ უფრო აქტიურად აყალიბებენ გლობალურ მუსიკალურ კულტურას და ეს სამი შემსრულებელი სწორედ ამ პროცესის ავანგარდში დგას,“ – ამბობს ბენ უოტსი, „სპოტიფაის” ავსტრალია-ახალი ზელანდიის მუსიკალური ხელმძღვანელი. „ეკა ვანდალი, Speed და Folk Bitch Trio აუდიტორიას იკრებენ როგორც სამშობლოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ამავდროულად კი თავიანთ ჟანრებს წინსვლაში ეხმარებიან და სწორედ ეს არის Artists to Watch-ის მთავარი არსიც.”

ყოველწლიური სია შედგენილია „სპოტიფაის” ადგილობრივი და საერთაშორისო სარედაქციო გუნდების მიერ და გამოარჩევს ახალბედა არტისტებს, რომლებიც ლიდერობენ პლეილისტებში, გადიან საერთაშორისო აუდიტორიაზე და თავიანთი ჟანრების საზღვრებს აფართოებენ.

თითოეულ შერჩეულ არტისტს პლეილისტში თავისი ადგილი აქვს მინიჭებული, სადაც მითითებულია ერთი აუცილებლად მოსასმენი სიმღერა მათი რეპერტუარიდან. 

მომავალი წლის სხვა განსაკუთრებულ არტისტებს შორის არიან: ირლანდიური ელექტრონული საცეკვაო ჯგუფი KETTAMA, ამერიკული ინდი ბენდი Fcukers და ჩილელი მომღერალი Young Cister.

გარდა ამისა, „სპოტიფაის” საერთაშორისო რედაქტორებმა და კომპოზიტორთა და გამომცემელთა საპარტნიორო გუნდმა შექმნეს 2026 წლის Songwriters to Watch – იმ ავტორთა სია, რომელთაც ასევე თვალი უნდა მივადევნოთ მომდევნო წელს.

„კომპოზიტორები რეალურად იმ სიმღერების არქიტექტორები არიან, რომლებიც გვიყვარდება, თუმცა ძალიან ხშირად მათი ისტორიები კულისებში რჩება,” – ამბობს ჟაკლინ ანკნერი, „სპოტიფაის” კომპოზიტორთა და გამომცემელთა ხელმძღვანელი. „2026 წლის Songwriters to Watch-ით კი ჩვენ ყურადღების ცენტრში ვაქცევთ ავტორებს, რომლებიც სხვადასხვა ჟანრში კულტურებს აყალიბებენ, ნეშვილის ჰიტმეიკერებიდან დაწყებული, გლობალური პოპის შემქმნელებითა და იმ პროდიუსერ-კომპოზიტორებით დასრულებული, რომლებიც ამ ჟღერადობებს ავითარებენ. ჩვენი მიზანია, ამ კომპოზიტორებს დავეხმაროთ, მიწვდნენ ახალ აუდიტორიებს, გააღრმავონ ინდუსტრიის ცნობადობა და ერთად ვიზეიმოთ ის ხელოვნება, რომელიც ყოველი დიდებული სიმღერის გულშია.”

„სპოტიფაის” სიის გამორჩეულ ავტორებს შორის არიან ტრევის ვუდი, IKKY და კეიტლინ სტაბსი. თითოეულ მათგანს თანდართული აქვს მათ მიერ შექმნილი ორი აუცილებლად მოსასმენი სიმღერა.

2025 წლის ბოლო მონაცემებით, „სპოტიფაის” მსოფლიოს მასშტაბით 713 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მათ შორისაა 281 მილიონი ფასიანი გამომწერი 180-ზე მეტ მუსიკალურ ბაზარზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

MokuMoku-ს Spotify-ზე 100 000 ყოველთვიური მსმენელი ჰყავს

შემდეგი სტატია

Bzikebi - საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 2022 ფოტო: Corinne Cumming ფოტო აღებულია Bzikebi-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

საქართველოს ევროვიზია 2026-ზე საბავშვო ევროვიზია 2008-ის გამარჯვებული ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ათლეტი და არტისტი: გურამ კაშია x გიგი დედალამაზიშვილი

ეროვნული ნაკრების ისტორიული კაპიტანი და „მგზავრების“ ფრონტმენი საუბრობენ ჯონ ლენონის ტატუზე, Oasis-ის ფლეილისტებზე, კარიერის მთავარ საუნდტრეკსა და იმ მუსიკალურ ენერგიაზე, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა.
მეტი

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის წინ, Billboard სპორტისა და მუსიკის გლობალური გარეკანების სერიას უშვებს

Billboard-ის 100-წელზე მეტი ხნის ისტორიაში პირველად, გამოცემა რამდენიმე გლობალურ გარეკანს მუსიკისა და სპორტის გადაკვეთას უძღვნის – ფეხბურთისა და მუსიკის დღესასწაულის ისტორიებს 11 ქვეყნის 11 გარეკანი დაეთმობა. პირველი მათგანი 8 ივნისს, აშშ-ის გამოცემამ წარადგინა, ამ კვირაში კი მას კიდევ 10 გარეკანი მოჰყვება. პროექტის დებიუტი აშშ-ის გარეკანით მაილს რობინსონთან და Joey Bada$$-თან ერთად შედგა.
მეტი

Saphileaum-ის ახალი ალბომი – Heavenly Hills ავსტრალიურ ლეიბლზე გამოიცა

ალბომში შემავალი ერთ-ერთი კომპოზიცია, სახელწოდებით – Alarko (კოსმოსური არწივი) არტისტმა თავის ბაბუას, ცნობილ მომღერალ თემურ წიკლაურს მიუძღვნა.
მეტი