J. Cole ახალი ალბომის – The Fall-Of-ის გამოსვლის თარიღს აანონსებს

J. Cole-ის მეშვიდე სტუდიური ალბომია გზაშია.
J. Cole David Peters
J. Cole David Peters

J. Cole-მა 14 იანვარს ოფიციალურად დაადასტურა, რომ დიდი ხნის ნანატრი ალბომი, სახელწოდებით The Fall-Off 6 თებერვალს გამოვა.

2026 წლის დაწყებასთან ერთად არტისტმა ვიდეო თიზერი გაავრცელა, სადაც ალბომის გამოსვლის თარიღი გაამხილა და, სავარაუდოდ, აქამდე გამოუქვეყნებელი ტრეკიც გააჟღერა. თიზერში შოუბიზნესის უარყოფით ასპექტებზე და ცნობადობის გარდაუვალ დაღმასვლაზეა საუბარი.

„საბოლოოდ ყველაფერი წარმავალია, განსაკუთრებით შოუბიზნესში მყოფი ცნობილი მსახიობებისა და მუსიკოსებისთვის. ხშირად ამბობენ, რომ ესა თუ ის ადამიანი ადრე ცნობილი იყო, მაგრამ შემდეგ გაქრა. ძალიან ცოტა ვინმე თუ აღწევს ამ დონეს და, რა თქმა უნდა, ეს მარადიული ვერ იქნება, ვიღაც სხვა აუცილებლად დაიკავებს მის ადგილს. შოუბიზნესში ყოველთვის ასე ხდებოდა. თუმცა, ხშირად ადამიანები ზემოდან უყურებენ მათ, ვინც აღმავლობისა და დაცემის ეს ბუნებრივი ციკლი გაიარა.“ – ამბობს მთხრობელი ვიდეოში.

J. Cole-მა ასევე გამოაქვეყნა The Fall-Off-ის ყდაც, სადაც მისი ძველი, მოუწესრიგებელი სამუშაო სივრცე ჩანს.

არტისტის მეშვიდე სტუდიური ალბომი The Fall-Off, Dreamville-ის ხელმძღვანელის პირველი ალბომია 2021 წლის The Off-Season-ის შემდეგ, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

ნახეთ The Fall-Off-ის თიზერ ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

KPop Demon Hunters NETFLIX

KPop Demon Hunters-ის ჰიტმა Golden YouTube-ზე  მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შემდეგი სტატია

ზურა ჯიშკარიანი მუსიკალური პროექტის – Subtropic Palimpsest Sessions-ის ფარგლებში ვიდეოს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი