“Akhalteke” – Circus Mircus ახალ ალბომს გამოსცემს

ჯგუფმა ჩანაწერის პირველი სინგლი და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპიც გააზიარა.

11 თებერვალს Circus Mircus-მა ახალი EP გამოსცა. ჩანაწერი, სახელწოდებით Akhalteke, ოთხ სიმღერას აერთიანებს. დღეს კი ჯგუფმა პროექტის პირველი სინგლი I’m A Man და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპიც გააზიარა. „ჩვენი ახალი EP-ის ¼,” – ვკითხულობთ აღწერაში. მთელი ვიდეო ერთ უწყვეტ, სტატიკურ კადრს წარმოადგენს. მოქმედება რესტორნის სამზარეულოში ვითარდება, სადაც პერსონალის ჩვეული სამუშაო დღე მიმდინარეობს. Circus-Mircus-ის სოლისტი ნიკა კოჩაროვი კი – რომლის ჩაცმულობითაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ხელმძღვანელ პირს განასახიერებს – მათ კუთხიდან ადევნებს თვალს. 

რაც შეეხება EP-ს, ჯგუფის აღწერით, „Akhalteke არის კონცეპტუალური ალბომი, რომელიც დაფუძნებულია თურქმენეთის ყოფილ პრეზიდენტს, გურბანგული ბერდიმუჰამედოვსა და ახალტეკეს ჯიშის ცხენს შორის არსებულ ფიქტიურ, სპეკულაციურ რომანზე.” როგორც ცნობილია, თურქმენეთის ყოფილ ლიდერს განსაკუთრებული სიყვარული აქვს ახალტეკური ჯიშის ცხენის მიმართ, რომელიც ქვეყნის კულტურის ეროვნულ სიმბოლოდაა მიჩნეული. 

მოუსმინეთ ალბომს Akhalteke:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Killages ახალ ნამუშევარს აანონსებს

შემდეგი სტატია

კრუზ ბეკჰემი ვალენტინობის დღისთვის ახალ სინგლს გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველი არტისტი, რომლის ახალი სინგლი TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა

სინგლი – Take Me There ოფიციალურად 2026 წლის 3 აპრილს გამოვიდა და მოკლე დროში მოიპოვა წარმატება. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე უკვე 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ პროექტზე მუშაობს: „ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაა“

ინფორმაცია მაილი საირუსმა ახალ ხმისჩამწერ ლეიბლთან, Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაავრცელა
მეტი

ტომ მორელო პირველ სოლო როკალბომს გამოსცემს, რომელშიც ანტიფაშისტური და ანტირასისტული სიმღერები შევა

მუსიკოსმა ასვეე გამოსცა ახალი სიმღერა Date Night იმ გოგონებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები მოკლეს.
მეტი