კომპოზიტორი ბილი სტეინბერგი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

გრემის მფლობელი მუსიკოსი სიმღერების Like A Virgin და True Colors თანაავტორია.
ბილი სტეინბერგი და ტომ კელი კომპოზიტორების დიდების დარბაზში შესვლის 42-ე ცერემონიაზე
GARY GERSHOFF/GETTY IMAGES

ბილი სტეინბერგი, გრემის მფლობელი კომპოზიტორი, რომელსაც ეკუთვნის ისეთი ჰიტები, როგორებიცაა მადონას Like A Virgin, სინდი ლოპერის True Colors და Bangles-ის Eternal Flame, გარდაიცვალა. სტეინბერგი 10 დღეში 76 წლის გახდებოდა. მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.

გარდა ამ სამი დიდი ჰიტისა, სტეინბერგს, რომელიც ცნობილი იყო ემოციური ბალადებითა და ძლიერი ტექსტებით, Hot 100-ის კიდევ ორი ლიდერი სიმღერა აქვს: უიტნი ჰიუსტონის So Emotional და Heart’s Alone – ორივე მათგანი სტეინბერგმა ტომ კელისთან თანამშრომლობით შექმნა. 

ცნობილი ლირიცისტი, რომელიც 30 წელიწადზე მეტი ქმნიდა ჩარტების ჰიტებს, ასევე ავტორია ისეთი სიმღერების, როგორებიცაა Pretenders-ის I’ll Stand by You, the Bangles-ის In Your Room და the Divinyls-ის I Touch Myself. მისი სიმღერები შესრულებული აქვთ აქვთ ტინა ტერნერს, პეტ ბენატარს, ბეტ მილდერსა და სხვა არტისტებს. 

„ბილბორდისთვის” გაზიარებულ განცხადებაში ლოპერმა სტეინბერგს უდიდესი ლირიცისტი და შესანიშნავი პარტნიორი უწოდა. „მასა და ტომს ემოციების მთელი სპექტრის დაჭერის განსაკუთრებული უნარი ჰქონდათ. True Colors-ზე მუშაობის პროცესში მასში ძალიან ბევრი ცვლილება შევიტანეთ, რაც ვიცოდი, რომ მისთვის რთული იყო. საბოლოოდ კი თქვა, რომ მე მართლაც შევქმენი ამ სიმღერის ჩემი საკუთარი, ‘დახვეწილად ლამაზი’ ვერსია. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ის განსაკუთრებული სიმღერაა.”

2011 წელს მუსიკოსი კომპოზიტორების დიდების ხეივანში შეიყვანეს. 80-90-იან წლებში სტეინბერგი და კელი კომპოზიტორთა ერთ-ერთ წამყვან გუნდს წარმოადგენდა, რომლებიც ხშირად წერდნენ არტისტების სავიზიტო სიმღერებს, როგორიცაა, მაგალითად, მადონას Like A Virgin. სიმღერამ ექვსი კვირა გაატარა Hot 100-ის ლიდერ პოზიციაზე, რაც მომღერლის კარიერის ყველაზე მაღალი შედეგია. 2024 წელს „ბილბორდმა” Like A Virgin მადონას შემოქმედების ყველაზე დიდ ჰიტად აღიარა.

მას შემდეგ, რაც კელიმ კარიერას თავი დაანება, სტეინბერგი წერას განაგრძობდა, ხშირად რიკ ნოულსთან ერთად. მათი ერთობლივი ნამუშევარი იყო Falling Into You – სელინ დიონის სიმღერა 1996 წლის ამავე სახელწოდების ალბომიდან, რომელმაც წლის ალბომის ნომინაციაში გრემი დაიმსახურა. შედეგად, ორივე – სტეინბერგი და ნოულსი – გრემის ჯილდოს მფლობელები გახდნენ.

თავდაპირველად ნაწარმოები მარი-კლერ დ’უბალდოსთვის შეიქმნა ალბომისთვის, რომელიც ვერ გამოიცა. ამის შემდეგ კომპოზიტორებმა სიმღერა 15000 დოლარად გამოისყიდეს და ის სელინ დიონმა ჩაწერა. სიმღერა ჩარტების პირველ ადგილზე გავიდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთსა და საბერძნეთში. 

ბოლო პერიოდში, 2010-იან წლებში, სტეინბერგის სიმღერებს ასრულებდნენ ნიკოლ შერზინგერი, მირანდა კოსგროუვი, დემი ლოვატო, რომლის Give Your Heart A Break „ბილბორდის” Hot 100-ის მე-16 ადგილზე გავიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა საქართველოს ზამთრის ოლიმპიადის პირველი მედალი მოუტანა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტმა ოლიმპიადის ახალი პრომო ვიდეო გაახმოვანა და აშშ-ის ფიგურული სრიალის გუნდი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ათლეტი და არტისტი: გურამ კაშია x გიგი დედალამაზიშვილი

ეროვნული ნაკრების ისტორიული კაპიტანი და „მგზავრების“ ფრონტმენი საუბრობენ ჯონ ლენონის ტატუზე, Oasis-ის ფლეილისტებზე, კარიერის მთავარ საუნდტრეკსა და იმ მუსიკალურ ენერგიაზე, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა.
მეტი

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის წინ, Billboard სპორტისა და მუსიკის გლობალური გარეკანების სერიას უშვებს

Billboard-ის 100-წელზე მეტი ხნის ისტორიაში პირველად, გამოცემა რამდენიმე გლობალურ გარეკანს მუსიკისა და სპორტის გადაკვეთას უძღვნის – ფეხბურთისა და მუსიკის დღესასწაულის ისტორიებს 11 ქვეყნის 11 გარეკანი დაეთმობა. პირველი მათგანი 8 ივნისს, აშშ-ის გამოცემამ წარადგინა, ამ კვირაში კი მას კიდევ 10 გარეკანი მოჰყვება. პროექტის დებიუტი აშშ-ის გარეკანით მაილს რობინსონთან და Joey Bada$$-თან ერთად შედგა.
მეტი

Saphileaum-ის ახალი ალბომი – Heavenly Hills ავსტრალიურ ლეიბლზე გამოიცა

ალბომში შემავალი ერთ-ერთი კომპოზიცია, სახელწოდებით – Alarko (კოსმოსური არწივი) არტისტმა თავის ბაბუას, ცნობილ მომღერალ თემურ წიკლაურს მიუძღვნა.
მეტი