დუა ლიპა ეპშტეინის ფაილების გარშემო არსებულ დისკუსიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს ყველა მსხვერპლს აზიანებს

„ყველაფერს ერთგვარი ფარდის მიღმა აქცევენ,” – ამბობს მომღერალი.
დუა ლიპა Vanity Fair-ის 2026 წლის ოსკარის წვეულებაზე
CHAD SALVADOR/WWD

დუა ლიპა ეპშტეინის ფაილების გარშემო არსებულ დისკუსიებს აკრიტიკებს და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მოკლებულია იმ მსხვერპლთა მდგომარეობის გააზრებას, რომლებიც ამ ფაილებში არიან ნახსენები და რომელთა შორისაც ბევრი არასრულწლოვანია. 

პოპვარსკვლავის პოდკასტის ბოლო ეპიზოდში ლიპას სტუმრად ჰყავდა ავტორი როქსან გეი. მასთან საუბრისას კი მომღერალი შეეხო გარდაცვლილი მილიარდერისა და სექსუალურ დამნაშავედ ცნობილი ჯეფრი ეპშეტეინის თემას. „ის, თუ როგორ გაშუქდა ეს დანაშაული და ის ენა, რომელიც იქნა გამოყენებული, ძალიან ცუდ საქმეს უკეთებს ყველა მსხვერპლს,” – თქვა ლიპამ.

„სულ ვსაუბრობთ იმ ისტორიებზე, რომლებიც არასრულწლოვან გოგონებსა და სექსწვეულებებს ეხება, ნაცვლად იმისა, რომ დაწერონ იმ ადამიანებზე, რომლებიც ბავშვობაში ტრეფიკინგის მსხვერპლები გახდნენ. თითქოს ყველაფერს ერთგვარი ფარდის მიღმა აქცევენ, რათა დაიცვან – არ ვიცი ვინ, შეიძლება მკითხველიც – ან შენიღბონ ის, რაც რეალურად ხდება.”

ეპშტეინმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, როცა 2019 წელს საპატიმროში სასამართლო პროცესს ელოდებოდა. ის სექსტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული, რაც არასრულწლოვნებსაც მოიცავდა, რასაც თავად ეპშტეინი არ აღიარებდა. მანამდე მან 13 თვე გაატარა ციხეში, არასრულწლოვნისგან პროსტიტუციის მოთხოვნის ბრალდებით.

დუა ლიპას მოსაზრება ეხება ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებულ მილიონობით ფაილს, რომლებიც 30 იანვარს გამოქვეყნდა და რომლებიც ფოკუსირებულია ეპშტეინსა და მის პარტნიორ გისლეინ მაქსველთან დაკავშირებულ რამდენიმე ცნობილ სახეზე და არა თავად მსხვერპლებზე. მაქსველს ამჟამად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. დონალდ ტრამპი, ბილ კლინტონი, ილონ მასკი, ბილ გეიტსი და პრინცი ენდრიუ – ყველა ეს ადამიანი დოკუმენტებში ფიგურირებს მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი უარყოფს ეპშტეინთან დანაშაულებრივ კავშირს.

რაც შეეხება მუსიკალურ სამყაროს, ცოტა ხნის წინ კეისი ვასერმანმა თავისი სააგენტო გაყიდა, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან ჩაპელ როუნი, ორვილ პეკი და ჯიჯი პერესი. ყველა მათგანმა დატოვა კომპანია მას შემდეგ, რაც ეპშტეინის ფაილებში ვასერმანისა და მაქსველის 2003 წლის იმეილები გამოქვეყნდა. ახალი ამბის საპასუხოდ ვასერმანმა დაწერა: „ძალიან ვნანობ გისლეინ მაქსველთან ჩემს კომუნიკაციას, რომელიც ორი დეკადის წინ შედგა – დიდი ხნით ადრე, სანამ მისი საზარელი დანაშაული გამომზეურდებოდა. მე არასდროს მქონია პირადი ან საქმიანი ურთიერთობა ჯეფრი ეპშტეინთან.”

დუა ლიპა არასდროს ერიდებოდა თავისი აზრის გამოხატვას რთულ პოლიტიკურ საკითხებზე. წლების განმავლობაში ის მხარს უჭერს პალესტინელ ხალხს და საუბრობს ღაზას ჰუმანიტარულ კრიზისზე. 

ბოლოს მან ახალი მუსიკა 2024 წელს გამოსცა – ალბომი Radical Optimism, რომელიც Billboard 200-ის მეორე ადგილზე გავიდა. 

ნახეთ დუა ლიპას პოდკასტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„Rolling Stone-ის Rooftop ბარი მუსიკალური აღმოჩენების ადგილია” – ინტერვიუ ჯოელ ისააკ ბლექთან

შემდეგი სტატია

Lizzo პირველი საბავშვო წიგნის გამოსვლას აანონსებს – „ეს არის ისტორია საკუთარი ხმის პოვნაზე“

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი