KPop Demon Hunters მსოფლიო საკონცერტო ტურნეში მიდის

ჯერჯერობით უცნობია, მოიცავს თუ არა ტურნე ფილმის მუსიკალური დასის ცოცხალ შესრულებას.
KPop Demon Hunters
NETFLIX

KPop Demon Hunters-ის ფანები უკვე ერთი წელია, სახლებში ბოლო ხმაზე მღერიან Golden-ის სიტყვებს. ახლა კი მათ საშუალება აქვთ, ეს სიმღერა ერთად, ცოცხალ კონცერტზე შეასრულონ, რადგან ფილმი მსოფლიო ტურნეში მიემგზავრება. 

13 მაისს „ნეტფლიქსმა” გამოაცხადა, რომ თავისი რეკორდული წარმატების შენებას  განაგრძობს და ორი ოსკარის მფლობელ ფილმს ცოცხალ შოუდ გადააქცევს. 

ტურნეს თარიღები ამ ეტაპზე არ გამოცხადებულა, თუმცა გულშემატკივრებს საშუალება აქვთ, ჩაეწერონ მომლოდინეთა სიაში და მიიღონ ინფორმაცია მას შემდეგ, რაც ბილეთების გაყიდვა დაიწყება.

ჯერჯერობით უცნობია, რას მოიცავს KPop Demon Hunters-ის ტურნე, რადგან ამ ეტაპზე „ნეტფლიქსი” დეტალებს საიდუმლოდ ინახავს – მათ შორის იმასაც, გამოვა თუ არა ტურნეზე ფილმის მუსიკალური დასი – HUNTR/X-ის მომღერლები: EJAE, ოდრი ნუნა და REI AMI. მეორე მხრივ, ბოლო დროს პოპულარული გახდა ცოცხალი შოუების გამართვა ვირტუალური ავატარებისა თუ ჰოლოგრამების გამოყენებით, რაც შესაძლოა სწორედ ერთ-ერთი გზა იყოს, რითაც ფილმის ანიმაციურ პერსონაჟებს მსოფლიო მაყურებელს წარუდგენენ. 

თუმცა ერთი რამ თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას – ტურნეს პროგრამაში შევა ფილმის Billboard 200-ის ლიდერი საუნდტრეკი, რომელიც მოიცავს მსოფლიო ჰიტს Golden. სიმღერა Billboard Hot 100-ში რვა კვირის, ხოლო Billboard Global 200-ში 18 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. მან ისტორია დაწერა იმით, რომ გახდა პირველი K-პოპ სიმღერა, რომელმაც ოსკარი დაიმსახურა. 

ფილმის სრულმა დომინაციამ მუსიკასა და კულტურაზე განაპირობა ის ფაქტი, რომ „ბილბორდმა” EJAE, ოდრი ნუნა და REI AMI 2026 წლის Billboard Women in Music-ის დაჯილდოებაზე წლის ქალის ნომინაციაზე წარადგინა. პრიზის გადაცემისას ნუნამ აღნიშნა: „ამ პატივის მიღება და ფილმში იმ სიმღერის შესრულება, რომელიც ამტკიცებს, რომ მსოფლიოს სჭირდება ქალები, რომლებიც თავიანთი თავის ყველაზე სრულყოფილ ვერსიას წარმოადგენენ, სიტყვებს მიღმაა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

U2 მეხიკოს მთავარ მოედანზე უფასო კონცერტის ჩასატარებლად მიიწვიეს

შემდეგი სტატია

GEORGIAN ON MY MIND – გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე თბილისში ერთობლივ კონცერტს გამართავენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი

შერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ბობ მაკის გარდაცვალებას ეხმაურება

შერისთან თანამშრომლობა მაკის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მისი ცნობილი კოსტიუმებით პოპკულტურის არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა.
მეტი

„ბჟა დო თუთა“  – Tamada-ს და ჯეგე სახოკიას ახალი მეგრული კომპოზიცია 

„ბჟა დო თუთა“ Tamada-სა და ჯეგე სახოკიას კოლაბორაციული ნამუშევარია, რომლის ტექსტიც ზეინაბ სარიას ლექსის მიხედვითაა შექმნილი.
მეტი