U2 მეხიკოს მთავარ მოედანზე უფასო კონცერტის ჩასატარებლად მიიწვიეს

ჯგუფსა და მეხიკოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელს შორის გამართული შეხვედრისას, ბონომ გამოთქვა სურვილი, რომ U2-ს შემდეგი ტურნე სწორედ ქვეყნის დედაქალაქში დაიწყოს.
U2 და მეხიკოს ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი, კლარა ბრუგადა. 2026 წლის 13 მაისი.
GOVERNMENT OF MEXICO CITY

ირლანდიური ჯგუფი U2 მეხიკოში ახალი სინგლის, Street of Dreams-ის კლიპის გადასაღებად ჩავიდა, რასაც დედაქალაქის  ხელმძღვანელის, კლარა ბრუგადას მხრიდან ოფიციალური მიწვევა მოჰყვა. მან ჯგუფი ქვეყნის მთავარ საჯარო მოედანზე – Zócalo-ზე გამოსასვლელად მიიწვია.

13 მაისს ბრუგადა ჯგუფის წევრებს ქალაქის ისტორიულ ცენტრში, კლიპის გადაღების დროს შეხვდა. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, მან ჯგუფს გადასცა დოკუმენტი, რომელიც პირადად ჯგუფის ვოკალისტმა და ლიდერმა, ბონომ ჩაიბარა.

მანამდე ბონომ ბრუგადას გაუზიარა სურვილი, რომ მომავალი მსოფლიო ტურნე სწორედ მეხიკოდან დაიწყონ. მისი თქმით, ქალაქი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჯგუფის წევრების გულებში.

„ჩვენს ოცნებებში ტურნეს აქ ვიწყებთ. ძალიან გვიყვარს ეს ქალაქი.“

Zócalo დიდი მნიშვნელობის მატარებელ მონუმენტურ ადგილად ითვლება. ეს არის სიმბოლიზმით აღსავსე მოედანი, სადაც პოლიტიკა, სოციალური მოძრაობები, კულტურა და რელიგია ერთმანეთს კვეთს. მსოფლიო მასშტაბით, ის სიდიდით მეორე საჯარო მოედანია პეკინის ტიანანმენის მოედნის შემდეგ. მარტში შაკირამ მოედანზე რეკორდი მოხსნა: მის უფასო კონცერტს 400 000 ადამიანი დაესწრო.

ბრუგადასა და U2-ს შეხვედრა ისტორიულ ცენტრში მდებარე „კაზინო მეტროპოლიტანოში“ შედგა. როგორც ქალაქის მთავრობის წარმომადგენელმა ესპანურ Billboard-ს დაუდასტურა, შეხვედრისას ბრუგადამ ჯგუფის თითოეულ წევრს ტრადიციული საჩუქარი გადასცა – ამფიბიის ფიგურა, რომელიც ცენტრალური მექსიკის ენდემური სახეობაა. 

მოგვიანებით ბრუგადამ სოციალურ ქსელში ჯგუფთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. 

რაც შეეხება კლიპის გადაღებებს, სიმღერა Street of Dreams მათ მომავალ ალბომში შევა, რომლის გამოსვლაც 2026 წლის ბოლოს იგეგმება.

ერთი დღით ადრე, მხატვარ ჩავის მარმოლის მიერ გრაფიტით მოხატული სასკოლო ავტობუსის სახურავზე მდგომმა კვარტეტმა ახალი სიმღერა შეასრულა, რომელსაც ესპანურენოვანი გუნდი ახლდა. სწორედ ამ შესრულებისას, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პირველად გამოჩნდა დრამერი ლარი მალენ უმცროსი, რომელიც ზურგისა და კისრის ოპერაციების შემდგომ რეაბილიტაციას გადიოდა.

მექსიკას U2-სთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს. სწორედ აქ გამართეს მათ არაერთი გამორჩეული კონცერტები, მათ შორის 1997 წლის საკულტო გამოსვლა, რომელიც ჩაწერილია ვიდეოში Popmart: Live From Mexico City.

ბოლოს U2 მეხიკოში 2017 წლის ოქტომბერში, ალბომის The Joshua Tree-ის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებული ტურნეს ფარგლებში გამოვიდა. ეს შოუ ცენტრალურ მექსიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან სულ რაღაც სამი კვირის შემდეგ ჩატარდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონა, შაკირა და BTS იმღერებენ

შემდეგი სტატია

KPop Demon Hunters მსოფლიო საკონცერტო ტურნეში მიდის

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი