სტეფანე Mamaflex-თან კოლაბორაციას აანონსებს

კლიპის პრემიერა 3 ივნისს შედგება.
სტეფანე, Mamaflex

სტეფანე და Mamaflex ერთობლივ მუსიკალურ ვიდეოს წარადგენენ. კლიპის პრემიერა 3 ივნისს შედგება, ხოლო სიმღერა ცოცხლად პირველად 5 ივნისს, სტეფანეს კონცერტზე შესრულდება, რომელიც Spacehall-ში გაიმართება. როგორც სტეფანე ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, კლიპზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს და მას რეჟისორი გიორგი მეშველიანი (avi.musaifi) იღებს.

„ეს არის ექსპერიმენტი ჩემთვის, Mamaflex-ისთვის, ასევე რეჟისორისთვის და ამ ყველაფერს დიდი ენთუზიაზმით ვეკიდებით. 3 ივნისს გამოდის ვიდეო, 5 ივნისს კი Mamaflex-იც შემომიერთდება კონცერტზე,” – მიმართავს მსმენელს სტეფანე.

ჯერჯერობით უცნობია დეტალები ნამუშევრის შესახებ, მათ შორის სიმღერის სათაური, ჟანრობრივი მიმართულება და ვიზუალური კონცეფცია. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სტეფანე და Mamaflex მსმენელს კოლაბორაციას წარუდგენენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ხმის დაიზაინის ქართულმა კომპანია POSTRED-მა ჯეიმს გრეის ახალ ფილმზე – Paper Tiger-ზე იმუშავა

შემდეგი სტატია

ქართველი მუსიკოსების კონცერტი გერმანიაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი