ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი
ლუკა თოფურია და NIKALA
ელენე წულეისკირი

თბილისში თანამედროვე მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებული საღამო ელით – სცენაზე ერთდროულად პიანისტი და კომპოზიტორი ლუკა თოფურია და არტისტი ნიკალა ზუბიაშვილი წარდგებიან.   

ლუკა თოფურია თანამედროვე ჯაზსცენაზე უნიკალური საშემსრულებლო ხელწერით  გამოირჩევა.  არტისტის ალბომი Basement Membrane კი  ნათლად ასახავს მუსიკოსის ღრმა ინტერესს თანამედროვე ბგერითი ესთეტიკისა და ცოცხალი მუსიკალური ინტერაქციის მიმართ, რაც მას ქართული ჯაზის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ არტისტად აყალიბებს.

საღამოს მსმენელის წინაშე ასევე წარდგება NIKALA – (ნიკალა ზუბიაშვილი) მულტიინსტრუმენტალისტი არტისტი, პროდიუსერი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა მუსიკოსი თბილისის თანამედროვე სცენიდან. მისი შემოქმედება ჯაზს, სოულს, R&B-ის, ჰიპ-ჰოპსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს. NIKALA ჟანრობრივად მოქნილ და თანამედროვე მუსიკალურ იდენტობას ქმნის. 

ღონისძიება, რომელიც Telegraph Hotel-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში გაიმართება, სტუმრებს განსაკუთრებულ გარემოს სთავაზობს. 23 მაისს საღამოზე დასწრება თავისუფალია, თუმცა მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა (25+), კარი კი  19:00 საათიდან გაიღება.

აღსანიშნავია, რომ Rolling Stone მსოფლიოში პირველი რუფტოპ ბარია, რომელიც ლეგენდარული ბრენდის სახელით ოპერირებს. ეს არის ადგილი მათთვის, ვისთვისაც გართობა და ხარისხიანი მუსიკა ერთმანეთთან განუყოფელ კავშირშია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„დაუჯერებლად ბნელი დრო” – მობი ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებს

შემდეგი სტატია

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი