„დაუჯერებლად ბნელი დრო” – მობი ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებს

„აშშ-ს მიწასთან ასწორებს უკიდურესად არაკომპეტენტური და კორუმპირებული ადმინისტრაცია.”
მობი 2026 წლის კოაჩელას ფესტივალზე
K CHALDEK

პირველი შემთხვევა არ არის, როცა მობი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მწვავედ აკრიტიკებს.

„აშშ-ს მიწასთან ასწორებს უკიდურესად არაკომპეტენტური და კორუმპირებული ადმინისტრაცია,” – წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. „დაუჯერებლად ბნელი დროა.”

მობი საკითხს ვიდეოს საშუალებითაც განავრცობს, რომელშიც ის დანარჩენ მსოფლიოს მიმართავს, რომ თავადაც ისეთივე დაბნეულია, როგორც ისინი.

„ჩემი ბევრი მეგობარი, ვინც აშშ-ის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, გამუდმებით მეკითხება: ‘რა ჯანდაბა ხდება აშშ-ში?’ სიმართლე კი ისაა, რომ ჩვენც არ ვიცით,” – განმარტავს მობი. „აშშ-ს მიწასთან ასწორებს ყველაზე კორუმპირებული, ბოროტი და არაკომპეტენტური ადმინისტრაცია. და არავინ იცის, რა ხდება. ბნელი დრო უდგას აშშ-ს.”

მობი შეუერთდა იმ არტისტების მზარდ რიცხვს, რომლებიც თავიანთ პლატფორმას ტრამპისა და MAGA-ს (Make America Great Again) კრიტიკისთვის იყენებენ. სია მოიცავს ისეთ მუსიკოსებს, როგორებიც არიან ბრიუს სპრინგსტინი, ჯეკ უაიტი, ემინემი და ბილი აილიში.

წლის დასაწყისში მობიმ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბრობდა იმაზე, თუ როგორ შეეძლოთ ადამიანებს, რეაგირება მოეხდინათ საიმიგრაციო სამსახურის აგენტების მიერ ალექს პრეტის მკვლელობაზე მინეაპოლისში. „კითხვა ის კი არ არის, უნდა ვიყოთ თუ არა განრისხებული და შეშფოთებული იმით, რაც აშშ-ში ხდება, არამედ ის, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ ამის პასუხად.”

მუსიკოსმა შესაძლო გამოსავალზეც ისაუბრა და ადამიანებს პროტესტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, „პროტესტი კონტიტუციური უფლებაა, რომლის წართმევასაც ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ცდილობენ.”

საბოლოოდ კი ის მოუწოდებდა ადამიანებს, ხმა მიეცათ არა მხოლოდ მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზე, არამედ ყველა არჩევნებზე, რომლებიც წლის განმავლობაში ტარდება. მობიმ ასევე საზოგადოებას ურჩია, შეეწყვიტათ იმ კორპორაციების მხარდაჭერა, რომლებიც ტრამპისა და საიმიგრაციო სამსახურის მხარდამჭერები არიან. „ყველამ ვიცით, ვინ არიან ისინი. ბოიკოტი გამოვუცხადოთ მათ.”

მობის უკანასკნელი კომენტარები მოჰყვა აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებას 1.8-მილიარდიანი ფონდის შექმნის თაობაზე, რომლითაც კომპენსაციებს მიიღებენ ტრამპის ის მოკავშირეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ წინააღმდეგ უსამართლო ფედერალური გამოძიება ჩატარდა. ამ დროს კი ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურული რჩება, რაც იწვევს საწვავის ფასის ზრდას მსოფლიოს მასშტაბით მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიები კონგრესის წინასწარი თანხმობის გარეშე დაიწყეს. 

მობი დამოუკიდებელი არტისტია, რომლის 10 ალბომი Billboard 200-შია შესული. მას ასევე აქვს Billboard Hot 100-ის ორი ჰიტი და უამრავი მუსიკა, რომელიც სხვადასხვა პროექტშია გამოყენებული. ოკეანის მეორე მხარეს კი მობი მისი თაობის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა. დიდ ბრიტანეთში მას ჩარტის ორი ლიდერი ალბომი აქვს – 1999 წლის Play და 2002 წლის „18”. ის ასევე 18-ჯერ მოხვდა სინგლების ჩარტის ტოპ 40-ში და ორჯერ იყო წარდგენილი BRIT Awards-ის საუკეთესო საერთაშორისო მამაკაცი მუსიკოსის ნომინაციაზე.

ნახეთ მობის პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„სუხიშვილები – სცენაზე და ფოტოობიექტივში” – გამოფენა წინანდლის მუზეუმში

შემდეგი სტატია

ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი