ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
ოზი ოსბორნი 2022 წელს
KEVORK DJANSEZIAN/GETTY IMAGES

გარდაცვალებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ოზი ოსბორნი ბრუნდება – ამჯერად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ავატარის სახით.

ახალი ამბავი მუსიკოსის ვაჟმა ჯეკ ოსბორნმა 20 მაისს ლას-ვეგასის Licensing Expo-ზე, ოზის ბრენდის მომავალზე საუბრისას გაამხილა. საუბარში ასევე მონაწილეობდა მუსიკოსის მეუღლე შერონ ოსბორნი.

„შიშის მომგვრელიც კია, იმდენად ზუსტია,” – თქვა ჯეკმა მუსიკოსის ავატარზე. „ის ციფრული სახით იარსებებს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც კომპიუტერები იარსებებენ. ტექნოლოგია იმდენად განვითარდა, რომ შენ შეგიძლია გადაიღო რეკლამის შაბლონი, უბრალოდ მიუთითო, თუ რა გინდა, რომ ციფრულმა ოზიმ ამ რეკლამაში გააკეთოს და პირდაპირ ჩასვა. ახლა ეს უკვე ძალიან მარტივია.”

ოსბორნის ავატარზე კომპანიები Hyperreal და Proto Hologram მუშაობენ. Hyperreal-ის თქმით, მისი ციფრული დნმ-ის ტექნოლოგიით „ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.” „ბილბორდთან” საუბარში კომპანია აღნიშნავს, რომ ავატარი 2026 წლის ზაფხულიდან აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, Proto Luma-ს ადამიანის ზომის ინტერაქტიურ ეკრანებში გამოჩნდება, 

„ავატარის თითოეული ელემენტი შექმნილია ავთენტური, დამტკიცებული მასალების საფუძველზე და ყველაფერი შეთანხმებული, შერჩეული და გაკონტროლებულია იმ ადამიანების მიერ, ვისაც ის ყველაზე მეტად უყვარს,” – ამბობს Hyperreal-ის აღმასრულებელი დირექტორი. „ეს უბრალოდ ვიზუალური რენდერი არ არის, ეს ცოცხალი პერფორმანსია, რომელშიც არაფერია გამოყენებული უნებართვოდ. ჩვენ გვაქვს ოზის ოჯახის სრული მხარდაჭერა და ენთუზიაზმით სავსე ჩართულობა ამ პროექტში და ეს ყველაფერს ცვლის.”

„პატივია ამხელა ნდობის მიღება, რომ როკის ნამდვილი ღმერთი სამყაროში დავაბრუნოთ, რათა მან განაგრძოს ფანებთან ურთიერთობა. მადლობას გიხდით, შერონ და ჯეკ!” –  აღნიშნა Proto Hologram-ის დამფუძნებელმა. „ამ პროექტს არ შევეჭიდებოდით, რომ არ ვიცოდეთ, რომ ამ ორი კომპანიის ტექნოლოგიებით შეგვიძლია შევქმნათ გამოცდილება, რომელიც ნამდვილად გააძლიერებს ოზის არსებობას და მის სულს მომავალში.” 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Hyperreal ცნობილი ადამიანის ციფრულ ავატარს ქმნის. წარსულში მათ მიერ შექმნილი ავატარები მოიცავს The Notorious B.I.G-ს, ლიონელ მესის და მარველის კომიქსების ავტორ სტენ ლის. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

შემდეგი სტატია

21 Savage ესწრება Audemars Piguet-ის მიერ AP House Atlanta-ს გახსნის ცერემონიას 2026 წლის 6 მაისი, ატლანტა. Paras Griffin/Getty Images Audemars Piguet

21 Savage-მა მისი და Latto-ს საერთო შვილის ფოტო პირველად გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი