Bad Bunny „სათამაშოების ისტორიის” ახალი ნაწილის სამსახიობო გუნდს უერთდება

„სათამაშოების ისტორია 5“ 19 ივნისს გამოვა.
Bad Bunny 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე
GILBERT FLORES/BILLBOARD

Bad Bunny  საკულტო მულტფილმის – „სათამაშოების ისტორიის” ახალ პერსონაჟს გაახმოვანებს. ანიმაციურმა სტუდია Pixar-მა  26 მაისს გამოაცხადა, რომ პუერტო-რიკოელი სუპერვარსკვლავი „სათამაშოების ისტორიის“ მეხუთე  ნაწილის გამხმოვანებელ მსახიობთა გუნდს შეუერთდა და ის გააცოცხლებს პერსონაჟს, სახელწოდებით Pizza with Sunglasses. სტუდიამ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე პერსონაჟის ვიდეოც გამოაქვეყნა. 

მომღერლის კავშირი „სათამაშოების ისტორიის“ სამყაროსთან რამდენიმე წელს ითვლის. მანამ, სანამ მას მთელი მსოფლიო გაიცნობდა, არტისტმა სოციალურ ქსელებში თავის გამომწერებს გაუმხილა, თუ როგორ უყვარდა ვუდი, ბაზი და ფილმის სხვა პერსონაჟები. 2020 წლის COVID-19-ის დროს, როდესაც გასართობი ინდუსტრიის დიდი ნაწილი გაჩერებული იყო, Bad Bunny გამომწერებს სახლიდან ართობდა. მან შექმნა „სათამაშოების ისტორიით“ შთაგონებული ვიდეოები, რისთვისაც სათამაშო ფიგურების საკუთარი კოლექცია გამოიყენა. სოციალურ ქსელებში გაზიარებულმა კლიპებმა, იუმორის გრძნობისა და კრეატიულობის წყალობით, სწრაფად მიიპყრო ყურადღება. მის მიერ შექმნილი იმპროვიზებული მინი-ფილმების ცენტრში, რომლებსაც მან „სათამაშოების ისტორია კორონავირუსის ეპოქაში“ უწოდა, ნაცნობი პერსონაჟები – ვუდი, ბაზ ლაითიერი, რექსი და ფორკი იყვნენ. ყველას თავად ბედ ბანი ახმოვანებდა. 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გრემის მფლობელმა არტისტმა სამსახიობო სფეროშოც შეაბიჯა: ის გამოჩნდა ადამ სენდლერთან ერთად ფილმში Happy Gilmore  და მონაწილეობა მიიღო ოსტინ ბატლერთან ერთად ფილმში – Caught Stealing. Bad Bunny ასევე მთავარ როლს შეასრულებს ფილმში Porto Rico, რომელიც რენე პერეს ხოგლარის მომავალი პროექტია.

„სათამაშოების ისტორიის“ მომავალი ნაწილის შემოქმედებითი გუნდი კვლავ აერთიანებს ანიმაციის ძველ მსახიობებს, მათ შორის ტომ ჰენკსს ვუდის როლში, ტიმ ალენს ბაზ ლაითიერის როლში და ჯოან კიუსაკს ჯესის როლში. ანიმაციის ეს ნაწილი ფოკუსირებულია სათამაშოებზე, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს უპირისპირდებიან.

„სათამაშოების ისტორია 5“ 19 ივნისს გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დრეიკი პირველი არტისტი გახდა, რომელმაც Billboard Hot 100-ში 400 სიმღერა დააგროვა

შემდეგი სტატია

ჯგუფმა „კოლექტივმა“ ახალი ანიმაციური მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი

პროდიუსერი ტოდ რანდგრენი ტეილორ სვიფტს აკრიტიკებს: „მედიდურობის აპოთეოზი”

ეს არ არის მის მიერ სვიფტის კრიტიკის პირველი შემთხვევა. მსგავსი კომენტარები პროდიუსერმა 2022 წელსაც გააკეთა.
მეტი

Skazz-ის ახალი ალბომი Transit

Transit-ში შესული რვა კომპოზიცია თბილისის სხვადასხვა სივრცესა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებს აერთიანებს.
მეტი