RIHA-ს მეხუთე სტუდიური ალბომი V

ალბომი მისი საავტორო დოკუმენტური ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკების კრებულია და ავტორის ბაბუას, მხატვარს და მოქანდაკე ვახტანგ ონიანს ეძღვნება.

ქართველმა არტისტმა RIHA-მ, იგივე რატი ონიანმა, 26 მაისს მეხუთე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით V გამოუშვა. ეს ნამუშევარი ერთდროულად მუსიკალურ და კინემატოგრაფიულ პროექტს წარმოადგენს. ალბომი მისი საავტორო დოკუმენტური ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკების კრებულია და ავტორის ბაბუას, მოქანდაკე ვახტანგ ონიანს ეძღვნება.

ალბომი 17 კომპოზიციას აერთიანებს და, როგორც თავად არტისტი აღნიშნავს, ეს მისი პირველი კონცეპტუალური ნამუშევარია, სადაც მუსიკა კონკრეტულ ნარატივს მიჰყვება და ვიზუალურ ისტორიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

RIHA – მუსიკოსი:

„ალბომი V რიგით მეხუთე სტუდიური ალბომია. ის ვახტანგ ონიანს ეძღვნება და რიჰას პირველი კონცეპტურალური ალბომია, რომელიც ასევე საუნდტრეკია დოკუმენტური ფილმის, რომელზეც თავად ვიმუშავე. ალბომში 17 კომპოზიციაა, 2 მათგანის შესრულებაში ჩემი მეგობარი მუსიკოსები, მიკანო ტვილდიანი და საყვირზე პატრიკ მაკგოვერნი მონაწილეობენ. ყველა კომპოზიციას სვანური სახელი დავარქვი და რამდენიმე მათგანს ბაბუის მიერ 60-70-იან წლებში პირველად დასურათებელი და ლიტერატურულად დამუშავებული სვანური მითოლოგიური პერსონაჟების სახელები ჰქვია, მაგალითად: ბეთქილ, გივერგილ, ლადლერ, ყანსავ და ლოგუშედა. მე ვეცადე, წარმომედგინა ბაბუას ბავშვობა მუსიკალურად და მისი გრძელი ცხოვრება, ინდივიდუალიზმით გამორჩეულ ქართველ მოქანდაკეთა და მხატვართა რთულ, მაგრამ ლამაზ გზაზე. ალბომზე დიდი გავლენა მოახდინა იმ მომენტმა, როდესაც ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, მესას და საორღანო შესრულებას დავესწარი და ალბომში ბაროკოს ელემენტები გამოვიყენე. ბავშვობიდან მიყვარდა Deep Purple-ის ორღანისტი ჯონ ლორდი, რომელიც უნიკალური ჟღერადობის მუსიკოსად მიმაჩნია. დოკუმენტურ ფილმს რაც ეხება, მოვიარე მთელი სვანეთი და უამრავი მასალა დავამუშავე, რომლებიც ეროვნულ და პირად არქივებში მოვიპოვე.”

მოისმინეთ მუსიკოსის ახალი ალბომი – V. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკარტნის თქმით, „პრინცს” Beatles-ის ქავერი აქვს ჩაწერილი, რომლის გამოცემაც სურს

შემდეგი სტატია

UNBURNED LIVE SHOW – Quemmekh და გურამ მაცხონაშვილი ერთობლივ პროექტს აანონსებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

როგორ შეიქმნა JAY-Z-ის შოუები იანკის სტადიონზე – ინტერვიუ არტისტის გუნდის სამ მთავარ წევრთან

YOUNG GURU, ომარ ედვარდსი და ადამ ბლექსტოუნი ყვებიან, თუ როგორ მომზადდა Jay-Z-ის ისტორიული სამდღიანი სერია იანკის სტადიონზე.
მეტი
CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი