UNBURNED LIVE SHOW – Quemmekh და გურამ მაცხონაშვილი ერთობლივ პროექტს აანონსებენ

პერფორმანსზე დასასწრები ბილეთების წინასწარი გაყიდვა მალე დაიწყება ვებგვერდზე – UNBURNED.LIVE.
Project: Unburned

Quemmekh-მა და რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა ერთობლივი პროექტი, სახელწოდებით UNBURNED LIVE SHOW დააანონსეს. ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ერთობლივი პოსტიდან ირკვევა, რომ პერფორმანსზე დასასწრები ბილეთების წინასწარი გაყიდვა მალე დაიწყება ვებგვერდზე – UNBURNED.LIVE. 

საანონსო თიზერი შოუს კონცეფციის შესახებ მკაფიო მინიშნებას არ იძლევა, თუმცა სავარაუდოა, რომ ის მუსიკალური და თეატრალური მედიუმების სინთეზი იქნება. აღსანიშნავია, რომ ვიდეოში მონაწილე მსახიობს ქართული მოდის სახლის, Situationist-ის კოსტიუმი აცვია. 

Quemmekh-სა და გურამ მაცხონაშვილს სამწლიანი შემოქმედებითი პაუზა ჰქონდათ, შესაბამისად, ეს პროექტი ორივე მათგანის დაბრუნებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

შოუს დაანონსებამდე, არტისტების ინსტაგრამ გვერდებიდან ყველა პოსტი წაიშალა და მხოლოდ კოლაბორაციული პოსტერი გამოქვეყნდა, სადაც თეთრ ფონზე იყო წარწერა: „Project: U”.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

RIHA-ს მეხუთე სტუდიური ალბომი V

შემდეგი სტატია

„ნარ-ნარ ხარ“ – თამადას ახალი მუსიკალური ვიდეო

შეიძლება დაგაინტერესოთ

RIHA-ს მეხუთე სტუდიური ალბომი V

ალბომი მისი საავტორო დოკუმენტური ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკების კრებულია და ავტორის ბაბუას, მხატვარს და მოქანდაკე ვახტანგ ონიანს ეძღვნება.
მეტი

პოლ მაკარტნის თქმით, „პრინცს” Beatles-ის ქავერი აქვს ჩაწერილი, რომლის გამოცემაც სურს

მაკარტნიმ თავის საყვარელ სიმღერებზე ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება გააზიარა ტეილორ სვიფტის, ბილი აილიშის, ოლივია როდრიგოსა და საბრინა კარპენტერის შესახებ.
მეტი
ზიგი მარლი Tuff Gong Worldwide/Zach Weinberg

ზიგი მარლიმ რვა წლის შემდეგ პირველად გამოუშვა სრული სოლო ალბომი, სახელწოდებით Brightside,  „ამ ალბომს ისე ვუსმენ, თითქოს ჩემი შექმნილი არ იყოს.“ – ამბობს ის

არტისტი უკვე მომდევნო ალბომზეც მუშაობს. წაიკითხეთ Billboard-ის ინტერვიუ ზიგი მარლისთან.
მეტი