ტეილორ სვიფტის თქმით, პოლ მაკარტნი მისთვის მუდმივი შთაგონების წყაროა და მის ახალ ალბომს უმაღლეს შეფასებას აძლევს

ტეილორ სვიფტი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images
ტეილორ სვიფტი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი
Matt Winkelmeyer/Getty Images

მიუხედავად იმისა, რომ ტეილორ სვიფტი ამ კვირაში თავადაც ახალი მუსიკალური რელიზისთვის ემზადება, მან დრო მაინც გამონახა და ინსტაგრამზე ლეგენდარული The Beatles-ის წევრის, პოლ მაკარტნის ახალ პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

სუპერვარსკვლავმა პოლ მაკარტნის ალბომი გააზიარა, რასაც ემოციური გზავნილიც დაურთო: „ამ მარადიულად გამორჩეული არტისტისგან შთაგონება არასოდეს მელევა.“ 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტეილორ სვიფტისა და პოლ მაკარტნის გზები იკვეთება. ჯერ კიდევ 2015 წელს ისინი ერთად გამოჩნდნენ Saturday Night Live-ის მე-40 საიუბილეო წვეულებაზე, სადაც სცენაზე ერთობლივად შეასრულეს ჰიტი Shake It Off.

მოგვიანებით, 2020 წელს, მუსიკოსებმა ჟურნალ Rolling Stone-ისთვის ერთმანეთს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვეს და სიმღერების წერის შემოქმედებით პროცესზე ისაუბრეს. სწორედ მაშინ გაამხილა პოლ მაკარტნიმ, რომ გლასტონბერის ფესტივალზე ტეილორ სვიფტის სცენაზე მიწვევას გეგმავდა, თუმცა ეს მასშტაბური კონცერტი მოგვიანებით კოვიდ პანდემიის გამო გაუქმდა. 

„მართლა აპირებდით ჩემს მოწვევას?“ – ჰკითხა მაშინ ტეილორ სვიფტმა. „იმედი მქონდა, რომ დამთანხმდებოდი,“ – უპასუხა პოლ მაკარტნიმ. 

იმ პერიოდის შემდეგ,  The Boys of Dungeon Lane პოლ მაკარტნის პირველი სოლო ალბომია, ტეილორ სვიფტმა კი ამ წლების განმავლობაში ოთხი ხელახლა ჩაწერილი  და სამი საავტორო ალბომის გამოშვება მოასწრო. 

პოლ მაკარტნი VIP სტუმრის სტატუსით გამოჩნდა ტეილორ სვიფტის Eras Tour-ის ერთ-ერთ კონცერტზეც, რომელიც ლონდონის უემბლის სტადიონზე 2024 წელს გაიმართა. გულშემატკივრების მიერ გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ცეკვავს ის სიმღერაზე But Daddy I Love Him, რომელიც ტეილორ სვიფტის ალბომ The Tortured Poets Department-ის ერთ-ერთი გამორჩეული ტრეკია. 

5 ივნისს ტეილორ სვიფტი ახალი სიმღერის,  Knew It, I Knew You-ის გამოშვებას გეგმავს, რომელიც ანიმაციური ფილმის Toy Story 5-ის ოფიციალური საუნდტრეკია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დეიმონ ოლბარნი local_tour_guide_georgia

Gorillaz-ის ვოკალისტი დეიმონ ოლბარნი საქართველოში იმყოფებოდა

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსი 2016 წლის MTV -ს დაჯილდოებაზე Anthony Harvey/Getty Images

ვარსკვლავების ცნობილმა სტილისტმა, კრის ეპლტონმა ბრიტნი სპირსს თმის ვარცხნილობა შეუცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი

„მუსიკას აქვს უნარი, შეეხოს ადამიანს ყველაზე პირადულ, სიღრმისეულ დონეზე” – ინტერვიუ Moby-სთან

სცენაზე ასვლის წინ „Billboard საქართველო” Moby-ს კულისებში შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. არტისტმა მუსიკის როლზე, ინდუსტრიის თავისებურებებზე, მუსიკის მომავალსა და აქტივიზმზე ისაუბრა.
მეტი
Madonna Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

პოპმუსიკის ლეგენდები სცენაზე ერთად 2024 წელსაც გამოჩნდნენ - Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე
მეტი
NixNoies - GONE © yar_rosenpictures

NixNoies-ის მეორე საავტორო ალბომი – GONE

„საბოლოო ჯამში ამ ალბომზე მუშაობამ უფრო მეტად დამაახლოვა ჩემს თავთან, მამყოფა ეიფორიაში, გამაცინა, მატირა, გამომცადა და შემარიგა იმ ფიქრებთან და წარმოსახვებთან, რომლებსაც გავურბოდი ხოლმე. მივხვდი, რომ უხერხული არაფერია და რომ უკვე ყველაფერი ითქვა.“
მეტი

საიმიგრაციო სამსახურის ახალ ვიდეოებში თეთრი სალხი Bad Bunny-სა და დრეიკის სიმღერებს იყენებს

ტიკტოკზე გამოქვეყნებულ კლიპებში საიმიგრაციო სამსახურის დაკავებების ფონზე ბენიტოს La Mudanza და დრეიკის Hoe Phase ჟღერს.
მეტი