Gorillaz-ის ვოკალისტი დეიმონ ოლბარნი საქართველოში იმყოფებოდა

მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული როკჯგუფის, Blur-ისა და  Gorillaz-ის დამფუძნებელი და სოლისტი დეიმონ ოლბარნი ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა. ლეგენდარული მუსიკოსის კავკასიური მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისი ქალიშვილის, მისი ოლბარნის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი ოლბარნმა ინსტაგრამის პირად გვერდზე მოგზაურობის ამსახველი ფოტოები გააზიარა, სადაც ჩანს, რომ მამა-შვილი კავკასიის რეგიონს სტუმრობდა.

როგორც ირკვევა, მუსიკოსმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიც მოინახულა. დეიმონ ოლბარნის საქართველოში ყოფნას ადასტურებს ერთ-ერთი ადგილობრივი გიდის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიც.

 

დამატებითი დეტალები მუსიკოსის ვიზიტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ Gorillaz-მა მეცხრე სტუდიური, 15 ტრეკიანი ალბომი, The Mountain, 2026 წლის 27 თებერვალს გამოუშვა,  რომელიც მრავალფეროვან კოლაბორაციებს მოიცავს ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Black Thought, Johnny Marr, Anoushka Shankar, Sparks და Bizarrap. ამჟამად ბენდი ალბომის მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეში იმყოფება, რომელიც აერთიანებს კონცერტებს ევროპაში, ამერიკაში და ჯგუფის ისტორიაში პირველ ცოცხალ გამოსვლებს ინდოეთში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Charli xcx ახალი ალბომის გამოშვების თარიღს ასახელებს, რომლის ყდისთვისაც მან მარტინ სკორსეზე მიიწვია

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

ტეილორ სვიფტის თქმით, პოლ მაკარტნი მისთვის მუდმივი შთაგონების წყაროა და მის ახალ ალბომს უმაღლეს შეფასებას აძლევს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ინკლუზიური მუსიკა –  სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი
TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი