19 და 20 ივნისს Tatuza jazz club-ის სცენა Moses Yoofee Trio-ს უმასპინძლებს. კოლექტივი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება. თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საინტერესო შემსრულებლად მიჩნეული ბენდი მუსიკალურ სამყაროში ენერგიული, იმპროვიზაციებით სავსე ჟღერადობითაა ცნობილი. ტრიოს შემოქმედება ჰარმონიულად აერთიანებს ჯაზს, სოულსა და ჰიპ-ჰოპის ელემენტებს, რაც მათ გამოსვლებს განსაკუთრებულ დინამიკას სძენს.
Moses Yoofee Trio-ს შემადგენლობაში არიან პიანისტი და პროდიუსერი მოზეს იუფი, ბას გიტარისტი რომან კლობე და დრამერი ნოაჰ ფიურბრინგერი. მუსიკოსების პროფესიონალიზმმა და დამახასიათებელმა ხელწერამ საერთაშორისო აღიარება მალევე მოიპოვა. ტრიომ 2024 წლის გერმანული ჯაზის პრესტიჟული ჯილდო აიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლაივ შემსრულებელი“, ხოლო 2025 წელს მათ ბერლინურ ლეიბლ Leiter-თან თანამშრომლობით სადებიუტო ალბომი – MYT გამოუშვეს.
Moses Yoofee Trio-ს აქტიურად იწვევენ წამყვან სცენებზე. მათ უკვე გამართეს კონცერტები ისეთ ცნობილ საერთაშორისო ფესტივალებზე, როგორებიცაა Montreux Jazz Festival, We Out Here და Elbjazz. Moses Yoofee Trio-ს სტატია მიუძღვნა ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა, რომელმაც ბენდის შემოქმედებას „არაჩვეულებრივი, ფეთქებადი ჯაზი“ (Brilliantly Explosive Jazz) უწოდა.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.