ბრიტანელი მსახიობი და პედაგოგი ტიმ დეიში CloseUp Tbilisi-ს მოწვევით საერთაშორისო სემინარ-ვორქშოპს გამართავს

25-წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე მსახიობი და პედაგოგი ქართველ ხელოვანებს საკუთარ პროფესიულ ხედვას გაუზიარებს.

თბილისი ივნისში საერთაშორისო თეატრალური და კინოხელოვნების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას მასპინძლობს. CloseUp Tbilisi-ს ინიციატივით, 12, 13 და 14 ივნისს დედაქალაქს იტალიაში მოღვაწე ბრიტანელი თეატრისა და კინოს მსახიობი, სცენარისტი და თეატრალური პედაგოგი ტიმ დეიში ეწვევა, რომელიც სამდღიან სემინარ-ვორქშოპს გაუძღვება.

იტალიაში მოღვაწე ბრიტანელი ხელოვანის,  ტიმ დეიშის შემოქმედებითი ბიოგრაფია თეატრის, კინოსა და ტელევიზიის სფეროში მრავალწლიან მოღვაწეობას აერთიანებს. მისი პროფესიული გამოცდილება საერთაშორისო მასშტაბის პროექტებსა და მსოფლიო კინოსა და სცენის არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან თანამშრომლობას მოიცავს, როგორებიც არიან: მონიკა ბელუჩი, ვუპი გოლდბერგი, ტონი

კოლეტი, ენდი მაკდაუელი და სხვები. წლების განმავლობაში იგი აქტიურად იყო ჩართული როგორც შემოქმედებით, ისე საგანმანათლებლო საქმიანობაში, ხოლო პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები ჩატარებული აქვს დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

პროექტი გათვლილია როგორც პროფესიონალ მსახიობებზე, რეჟისორებსა და სცენარისტებზე, ასევე სტუდენტებსა და ხელოვნების სფეროთი დაინტერესებულ პირებზე. ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, უშუალოდ გაეცნონ საერთაშორისო პრაქტიკას, მოისმინონ წარმატებული კარიერის გამოცდილება და ჩაერთონ შემოქმედებით პროცესში, რომელიც პროფესიული უნარების განვითარებასა და ახალი იდეების გაცვლას შეუწყობს ხელს.

პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი დისკუსიებსა და კითხვა-პასუხის სესიებს დაეთმობა, სადაც მონაწილეები შეძლებენ თანამედროვე თეატრისა და კინოს ინდუსტრიაში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელონ. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ადგილობრივი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა შემოქმედებისთვის საერთაშორისო კავშირების გაფართოების და ახალი პროფესიული პერსპექტივების აღმოჩენას შეუწყობს ხელს.

სემინარისა და ვორქშოპის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების, განრიგისა და დეტალების გასაცნობად ეწვიეთ  ღონისძიების ბმულს.

მისამართი: სიონის 8, ბამბის რიგი (ქარვასლა და ARTERIA) 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Moses Yoofee Trio თბილისში – გერმანული ჯაზის გამორჩეული კოლექტივი Tatuza jazz club-ის სცენაზე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

მადელინ მონტოია Courtesy

მადელინ მონტოია Billboard-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

მადელინ მონტოია დიზაინერების გუნდს Billboard-ის სარედაქციო, მულტიმედიური, ბრენდირებული კონტენტის და ექსპერიმენტული პროექტების მიმართულებით უხელმძღვანელებს.
მეტი

თბილისში მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIM) ევროპული ფორუმი გაიხსნა

აღსანიშნავია, რომ ამ რანგის პროფესიული ფორუმი რეგიონში პირველად იმართება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მუსიკალურ სივრცეს საერთაშორისო პროფესიულ დიალოგში.
მეტი

2026 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

წლევანდელი ღონისძიების თანათავმჯდომარე ბიონსეა. კომიტეტის წევრები კი საბრინა კარპენტერი, Doja Cat, ლისა, სემ სმითი და ტეიანა ტეილორი იქნებიან.
მეტი