Sky Ain’t The Limit – მუსიკალური საღამო Rolling Stone Rooftop-ში

ღონისძიება 25 ივლისს გაიმართება.

25 ივლისს Rolling Stone Rooftop წარმოგიდგენთ Sky Ain’t The Limit-ის პირველ გამოშვებას – საღამოს, სადაც ვინილკულტურა, იმპროვიზაცია და უკვდავი გრუვი თბილისის ცის ფონზე გაერთიანდება. 

მზის ჩასვლისთანავე საღამოს გახსნის ლუკა ბარამაშვილი, რომელიც სცენას სრულად ვინილზე შესრულებული სეტით გაახურებს. დახვეწილი მუსიკალური გემოვნებითა და ჟღერადობის ღრმა შეგრძნებით, მუსიკოსი ბუნებრივად აერთიანებს Broken Beat-ს, ფანკს, ჰაუსსა და ალტერნატიულ ჯაზს, რაც იდეალურ გადასვლას ქმნის მზის ჩასვლიდან დაღამებამდე.

00:30 საათიდან კი სცენას ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე დაიკავებენ. მუსიკოსები მსმენელს თავიანთ სავიზიტო, ერთობლივ პროგრამას წარუდგენენ  – უნიკალურ მუსიკალურ მოგზაურობას, სადაც ფანკი, ჰაუსი, ჰიპ-ჰოპი, Broken Beat და თანამედროვე ჯაზი ერთმანეთს ხვდება ცოცხალი იმპროვიზაციის, რიტმისა და მუსიკალური დიალოგის მეშვეობით.

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ადგილზე. საღამოზე მოქმედებს დრესკოდი: მზის ჩასვლის ფერები შავი ან ოქროსფერი აქცენტებით. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

შემდეგი სტატია

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი
Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი"

VAQO-ს და ალექსანდრე ხარანაულის კოლაბორაცია – „სულის ლომბარდი“

„სულის ლომბარდი“ ჩვენი დროის მისტიკური იგავია, რომელიც ერთი პერსონაჟის ამბის მიღმა ბევრისთვის ნაცნობ სოციალურ რეალობას ასახავს.
მეტი
Anana Kaye

Anana Kaye ახალ სინგლსა და ვიდეორგოლს Cross the Water აქვეყნებს

„ეს არის ერთდროულად ძალიან პირადი მოგზაურობა და პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ოდესმე დაუტოვებია ერთი ნაპირი, რათა მეორე ეპოვა.“
მეტი

16 სიმღერა, რომელსაც ჩემპიონობის განწყობა მოაქვს

უკვდავი ჰიმნებით დაწყებული, დღევანდელი უდიდესი ჰიტებით დამთავრებული, ეს სიმღერები თავდაჯერებულობის, ენერგიისა და ზეიმის განწყობას ქმნის და იდეალურია ყველა მნიშვნელოვანი მომენტისთვის. ფლეილისტს MLB წარმოგიდგენთ.
მეტი