რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
რონი ვუდი, მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი
MICHAEL LOCCISANO/GETTY IMAGES

2025 წელს Hackney Diamonds-ისთვის საუკეთესო როკალბომის ნომინაციაში გრემის გადაცემის შემდეგ  The Rolling Stones ამ თვეში კიდევ უფრო შთამბეჭდავი ახალი ალბომით Foreign Tongues ბრუნდება. „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანისთვის კი მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი (ცალ-ცალკე – მიკი ლონდონში, ხოლო კითი ნიუ-იორკში) დასხდნენ და მათ ალბომში მონაწილე ცნობილ სტუმრებზე, სიმღერების შექმნის პროცესსა და იმაზე ისაუბრეს, თუ რამდენად შეცვალა ტექნოლოგიამ მათი სტუდიური მუშაობის დინამიკა.

63 წლის წინანდელი დებიუტის შემდეგ Stones-ს მუსიკა ტექნოლოგიური ევოლუციის არაერთ ეპოქაში აქვს ჩაწერილი. „როცა ვიწყებდით, ორარხიან ფირზე ვწერდით,” – ამბობს რიჩარდსი. „ეს იმ დროს ტექნოლოგიის მწვერვალი იყო. სულ რაღაც ერთ წელიწადში კი უკვე ოთხი არხი გვქონდა. ტექნოლოგიური ნახტომები სულ იყო და სანამ გაიაზრებდი, უკვე 16-არხი გქონდა. ყოველთვის რაღაც ახალი ჩნდებოდა და მაინც, ხანდახან ფიქრობდი: „ოღონდ კიდევ ერთი ღილაკი აღარ.”

უახლესი „ახალი ღილაკი”, რომელიც ტექნოლოგიურმა ინოვატორებმა მუსიკოსებს შესთავაზეს, ხელოვნური ინტელექტია, რომელმაც მწვავე დებატები გამოიწვია ადამიანის როლზე ხელოვნებაში და იმაზე, თუ რა სამართლებრივი დაცვა უნდა ჰქონდეთ შემოქმედებს მათ წინააღმდეგ, ვინც ხელოვნურ ინტელექტს მათ მიბაძვას ასწავლის, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. 

„ცხადია, რომ არ მინდა, ხელოვნურმა ინტელექტმა ჩემი იმიტაცია გააკეთოს როგორც ვოკალურად, ასევე ინსტრუმენტულად და ეს არც ბენდს არ სურს,” – ამბობს ჯაგერი. „არ მინდა, ადამიანები უბრალოდ ისეთ მუსიკას ავრცელებდნენ, რომელიც ზუსტად ისე ჟღერს, როგორც The Rolling Stones. ვფიქრობ, ეს აშკარად არასწორია. თუ ვინმეს სურს, მუსიკა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნას, კი, ბატონო. მაგრამ ეს ორიგინალური უნდა იყოს – შენ შენი საკუთარი ხედვა და იდეები უნდა გქონდეს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ იმისთვის, რომ მთელი სიმღერა The Rolling Stones-ის სტილში შექმნან. თუ რაღაც ტიპის შემოქმედებითი ადამიანი ხარ, ასე არ მოიქცევი.”

მართალია, მუსიკოსები ყველაფერზე ერთ აზრზე არ არიან, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტზე მათი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა: „მირჩევნია, რაღაც ავთენტური მოვისმინო,” – ამბობს რიჩარდსი. „მუსიკას ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე საკუთარი თავის კოპირება. ბოლოს და ბოლოს, ეს ძალიან მარტივი ამბავია – ეს არ არის არც ბეთჰოვენი და არც ბახი, და მე ეჭვი არ მეპარება, რომ ხელოვნურ ინტელექტს ამის გაკეთებაც შეუძლია, მაგრამ მერე, რა? ჩვენ ახალი იდეები გვჭირდება. არ გვინდა ერთი და იმავეს კოპირება და სინთეზირება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვხედავ. მუსიკა იმისთვის არსებობს, რომ მისით ექსპერიმენტები აკეთო. დარწმუნებული ვარ, კიდევ არსებობს საკმარისი ორიგინალურობა, რომ საბავშვო სიმღერების კოპირება არ დაგვჭირდეს.” 

თუმცა ჯგუფმა ნაწილობრივ თავადვე გამოიყენა ხელოვნური ინტელექტი Foreign Tongues-ის ერთ-ერთი სიმღერის In the Stars მუსიკალური ვიდეოს შექმნისთვის. კლიპში, რომელშიც მთავარ როლს ოდესა აზიონი ასრულებს, გადაღებები რეალურ მოედანზე, რეალური მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით მიმდინარეობდა, რომლებიც ვინტაჟურ ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილი. თუმცა იმ მსახიობებს, რომლებიც მიკ ჯაგერსა და კით რიჩარდსს ჰგავდნენ, მუსიკოსების სახეები deepfake-ის ტექნოლოგიის გამოყენებით დაადეს. საბოლოო შედეგი კი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ადრეული The Rolling Stones ჯგუფის 2026 წელს დაწერილ სიმღერას ასრულებს. 

„ამით ბევრი ვიხალისეთ,” – ამბობს ჯაგერი. „მხოლოდ მუსიკოსების სახეებია შეცვლილი. ეს არის ყალბი ადამიანები ყალბ ოთახში: ისინი ყველანი იმ სივრცეში არიან და ერთად უკრავენ. მუსიკოსები ნამდვილები არიან, უბრალოდ ცოტათი ჰგვანან The Rolling Stones-ს 1968 წელს. ერთადერთი ამბავი სახეები იყო. თავდაპირველად ჩემს სახეზე იმუშავეს და რაღაც მხრივ დამემსგავსა, მაგრამ ძალიან არა – თითქოს უფრო ჩემს ერთ-ერთ შვილს ჰგავდა 23 წლის ასაკში. შემდეგ რონის სახე ვნახე და ვინც ამაზე მუშაობდა, მათ ვუთხარი: ‘ჯეფ ბეკს უფრო ჰგავს.’ ასე რომ, ცოტა მეტი მუშაობა დასჭირდათ.” 

„ეს ჩვენი პირველი შეხებაა ხელოვნურ ინტელექტთან,” – ამბობს რიჩარდსი. „ვუთხარი, ძალიან კარგია, ნეტავ, ახლა მართლა ასე გამოვიყურებოდე-მეთქი. მაგრამ შესაძლოა სწორედ ამისთვისაა კარგი – მუსიკალური ვიდეოებისთვის. უბრალოდ შესაბამის ადგილას უნდა გამოიყენო. ეს ჩემი ახალგაზრდა ვერსიის ერთგვარი მულტფილმია. ძალიან კარგია.”

კით რიჩარდსისთვის თავად მუსიკალური ვიდეოს კონცეფციაც კი გარკვეულწილად საეჭვოა.

„ვიდეოსა და მუსიკის შერწყმის იდეა – ჯერ კიდევ 70-იან წლებში ვიცოდი, რომ ეს საშინელება იყო. არ შეიძლება, თვალი და ყური ერთმანეთს მიაჯაჭვო და თქვა: ‘აი, ეს არის, შეხედე.’ მაგრამ ეს ბიზნესის კომერციული მხარეა და შენც ცდილობ, მას მოერგო. ერთი პერიოდი ვიდეო უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ჩანაწერი და სწორედ აქ გაფუჭდა ჩემთვის ყველაფერი, როგორც ღირებული რამ. მხოლოდ ეს გესმოდა: ‘ახალი ვიდეო ნახე?’ – ‘არა, მე უბრალოდ ახალი ჩანაწერი გავაკეთე.’ მაგრამ ალბათ ეს ჩემი ჯიუტი ხასიათია.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Sky Ain’t The Limit – მუსიკალური საღამო Rolling Stone Rooftop-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი
Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი"

VAQO-ს და ალექსანდრე ხარანაულის კოლაბორაცია – „სულის ლომბარდი“

„სულის ლომბარდი“ ჩვენი დროის მისტიკური იგავია, რომელიც ერთი პერსონაჟის ამბის მიღმა ბევრისთვის ნაცნობ სოციალურ რეალობას ასახავს.
მეტი
Anana Kaye

Anana Kaye ახალ სინგლსა და ვიდეორგოლს Cross the Water აქვეყნებს

„ეს არის ერთდროულად ძალიან პირადი მოგზაურობა და პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ოდესმე დაუტოვებია ერთი ნაპირი, რათა მეორე ეპოვა.“
მეტი

16 სიმღერა, რომელსაც ჩემპიონობის განწყობა მოაქვს

უკვდავი ჰიმნებით დაწყებული, დღევანდელი უდიდესი ჰიტებით დამთავრებული, ეს სიმღერები თავდაჯერებულობის, ენერგიისა და ზეიმის განწყობას ქმნის და იდეალურია ყველა მნიშვნელოვანი მომენტისთვის. ფლეილისტს MLB წარმოგიდგენთ.
მეტი