როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
კენი გარსია
Josh Aronson

მადრიდი, ესპანეთი – 6 აგვისტო, 2026 წელი – კენი გარსია თავის Puerta Abierta Tour-ში იმყოფება – ყველაზე ამბიციურ ტურნეში მისი ორდეკადიანი კარიერის განმავლობაში. ტურნეს ფარგლებში ჩანიშნულია 80-ზე მეტი კონცერტი ლათინურ ამერიკაში, ესპანეთსა და აშშ-ში, ასევე დომინიკის რესპუბლიკაში. ამ პროექტმა მას საბოლოოდ განუმტკიცა ადგილი ლათინური წარმოშობის იმ არტისტებს შორის, რომელთაც დარბაზების გავსება ოკეანის ორივე მხარეს შეუძლიათ. ამასთანავე, ერთადერთ ავტორ-შემსრულებლად აქცია, რომელმაც ბოლო წლებში ამ დონის წარმატებას მიაღწია. მადრიდის გაჩერების დროს გარსია Billboard ესპანეთს კარიერის ყველაზე წარმატებულ წელიწადზე ესაუბრა.

მთავარი ციტატები:

სცენაზე გასვლამდე კულისებში მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაზე: „ეს რიტუალის ნაწილია. თითქოს ბოლო ჩახუტება იქამდე, რაც წინ გელის – როგორც ადამიანი, რომელიც უფსკრულში უნდა გადახტეს და არ იცის, რა მოხდება. ამ დროს, როცა ბოლო სახე, რომელსაც ხედავ, შენი საყვარელი ადამიანისაა, ეს შესანიშნავი გრძნობაა. რაც უფრო ვიზრდები, როგორც არტისტი, მით უფრო მჭირდება ეს ყველაფერი…”

იმაზე, თუ რატომ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ასეთი ტურნეს გამართვას შეძლებდა: „როგორც LGBT თემის წევრი ქალი, ისე გავიზარდე, რომ ბევრი მისაბაძი მაგალითი არ მყოლია… ასე რომ, როცა ვფიქრობ ქალი ავტორ-შემსრულებლების შესახებ, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, მახსენდება, მაგალითად, შაკირა, მახსენდება მონ ლაფერტი, ნატალია ლაფუკარდი, ჯულიეტა ვენეგასი. ბევრი მაგალითი არ არის.”

იმაზე, თუ როგორ იმოქმედა მისმა გარდაცვლილმა მამამ, ყოფილმა მღვდელმა, მის სოციალურ ტექსტებზე: „იმ დროიდან, როცა პატარები ვიყავით, მას დავყავდით სახელმწიფო საცხოვრებლებში, სადაც ისეთი ადამიანები ცხოვრობდნენ, რომელთაც ქირის გადახდა არ შეეძლოთ (ამას იმისთვის აკეთებდა, რომ განსხვავებული რეალობა დაგვენახა)… ჩემთვის სწორედ ამან მიანიჭა მუსიკის შექმნას ნამდვილი მნიშვნელობა.”

ახალგაზრდობაში მომხდარ მძიმე ავარიაზე, რამაც 16 კვირა საწოლს მიაჯაჭვა: „როცა გავიღვიძე, მღვდელი უკანასკნელ ზიარებას ასრულებდა. 21 წლის ადამიანმა, რომელიც ეკლესიაში გავიზარდე, ვიცოდი, ეს რას  ნიშნავდა და ვიფიქრე: ვკვდები.”

ტუტი ბუ, Sony Music Puerto Rico-ს ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც 2006 წელს გარსიასთან კონტრაქტი გააფორმა: „ახალგაზრდა ქალი, რომელიც ჩვენს ოფისში ხელში გიტარით მოვიდა და რომელმაც თავისი შექმნილი მუსიკითა და გამორჩეული ვოკალით გაგვაკვირვა, ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზარდა და საკუთარი კვალი დატოვა. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღმოაჩენს მის დიდებულებას.”

აფო ვერდე, Sony Music Latin Iberia-ს აღმასრულებელი დირექტორი: „როგორც ავტორ-შემსრულებელი, ის ესპანურენოვანი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ფლობს რაღაც უფრო დიდს, ვიდრე მისი უზარმაზარი შემოქმედებითი მასშტაბია: ადამიანურ ხასიათს. ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია და ის ყველაფერს იმსახურებს, რაც მის კარიერაში ხდება.”

Billboard ესპანეთის შესახებ:

128-წლიანი ისტორიის განმავლობაში „ბილბორდი” მუდმივად მხარს უჭერდა და მონაწილეობდა ლათინური წარმოშობის არტისტების აღმოჩენასა და პოპულარიზებაში. როგორც მუსიკალური ინდუსტრიის ინოვატორი, ის ხედავს მოთხოვნას მშობლიურ ენაზე შექმნილი კონტენტისა, რომელსაც ჩვენი მუსიკა და ინდუსტრიის ექსპერტები მსოფლიოს მასშტაბით ყველა ესპანურენოვანი ქვეყნისთვის ქმნიან. 

2022 წელს დაარსებული Billboard ესპანეთი კი ლათინური მუსიკისთვის წამყვან გლობალურ ესპანურენოვან პლატფორმად იქცა, რომელიც, ლათინური მუსიკალური ინდუსტრიისა და ბაზრის ღრმა ცოდნის საფუძველზე, მკითხველს უნიკალურ და საინტერესო მასალებს სთავაზობს. Billboard ესპანეთი ასევე აქვეყნებს არტისტების ექსკლუზიურ ვიდეოკონტენტს, რომელთა ნაწილიც მონაწილეობას მიიღებს 14-18 ოქტობერს გამართულ Billboard Latin Music Week-ში.

მკითხველს ასევე შეუძლია თვალი მიადევნოს „ბილბორდის” ყველა ჩარტს, მათ შორისაა ლათინური სიმღერების, ლათინური ალბომებისა და Global 200-ის ჩარტები.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Spice Girls-ის Mel C-იმ საჯაროდ განმარტა, თუ რატომ არ იმყოფებოდა ვიქტორია ბექჰემი მის ქორწილში

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი

„მუსიკას აქვს უნარი, შეეხოს ადამიანს ყველაზე პირადულ, სიღრმისეულ დონეზე” – ინტერვიუ Moby-სთან

სცენაზე ასვლის წინ „Billboard საქართველო” Moby-ს კულისებში შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. არტისტმა მუსიკის როლზე, ინდუსტრიის თავისებურებებზე, მუსიკის მომავალსა და აქტივიზმზე ისაუბრა.
მეტი