ნიკოლ კიდმანი ტომ კრუზსა და კით ურბანთან დაშორებაზე საუბრობს

19-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მსახიობი და მომღერალი ერთმანეთს სექტემბერში დაშორდნენ.
ნიკოლ კიდმანი და კით ურბანი
CHRISTOPHER POLK/PENSKE MEDIA

ნიკოლ კიდმანი გულწრფელად საუბრობს ტომ კრუზსა და კით ურბანთან დაშორებებზე. ბრიტანულ „ვოგში” გამოქვეყნებულ ახალ ინტერვიუში მსახიობმა პირადი ცხოვრების დეტალები გააზიარა. ამასთანავე, ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი შვილების საჭიროებებზე ზრუნვაა. 

როცა მსახიობს ორი განშორების შედარება სთხოვეს, კიდმანმა, რომელიც კრუზს 2001 წელს დაშორდა, თქვა: „ყოველ ჯერზე ეს სრულიად ახალი გამოცდილებაა.” რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა რაიმე რჩევა მათთვის, ვინც ორი ასეთი საჯარო დაშორების შემდეგ ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, კიდმანმა გაიმეორა ის, რაც მან და ურბანმა დაშორებისას თქვეს: „ოჯახი უპირველეს ყოვლისა”.

„ეს განსაკუთრებული მიზანია. სხვა ყველაფერი ნაკლებ მნიშვნელოვანია,” – თქვა მან შვილების აღზრდაზე. „სწორედ ბავშვები არიან, ვის გამოც ვწყვეტთ ყველაფერს. ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ აქ ვართ. შენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც ხელს ჩაგკიდებენ და ამ ყველაფერს ერთად გადალახავთ.”

კიდმანსა და ურბანს ორი ქალიშვილი ჰყავთ: 18 წლის სანდეი როუზი და 15 წლის ფეით მარგარეტი. მსახიობს ასევე ორი შვილი ჰყავს ტომ კრუზთან ქორწინებაში: 33 წლის ქალიშვილი ბელა და 31 წლის ვაჟი კონორი. 

მიუხედავად იმისა, რომ კიდმანი იშვიათად საუბრობს მისი და კრუზის ურთიერთობაზე, 59 წლის მსახიობმა ამჯერად ეს პერიოდი გაიხსენა: „ძალიან ახალგაზრდა დავქორწინდი. უცებ 22-23 წლის ვიყავი და გვერდით ვარსკვლავი ქმარი მყავდა. მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივად მეჩვენებოდა. ჩვენ უბრალოდ სიგიჟემდე შეგვიყვარდა ერთმანეთი და ყველაფერი მარტივი იყო. მახსოვს, ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩემს კარიერაზე იმოქმედებდა. მე კი ვპასუხობდი: ‘არ მადარდებს, მე შეყვარებული ვარ და დაქორწინება მინდა.’ შემდეგ კი მისი ცოლი გავხდი და ისინი მეუბნებოდნენ: ‘ხედავ? ხომ გეუბნებოდით?!’ მე კი ვპასუხობდი: ‘და, რა? არ უნდა დავქორწინებულიყავი კაცზე, რომელიც მიყვარს? რა თქმა უნდა, კარიერას გვერდზე გავწევ. ეს არ მაინტერესებს.”

კით ურბანთან დაშორებაზე კიდმანი უფრო თავშეკავებული იყო. „იყო მომენტი, როცა უკვე ძალიან შეშინებული და დაუცველი ვიყავი. და ამავდროულად ვფიქრობდი: შემიძლია, უბრალოდ ჩავიკეტო ან წინ წავიდე უზარმაზარი იმედით.”

კიდმანი ურბანს სექტემბერში დაშორდა და როცა ჰკითხეს, თუ რას გრძნობდა, მან ისეთი ფრაზებით უპასუხა, როგორებიცაა: „თავისუფალი ვარდნა”, „გადმოხტომა”, პაუზის შემდეგ კი განაგრძო: „საით მივდივარ? რა იქნება შემდეგ?”

ის ერთი ადგილი კი, სადაც ნამდვილად დაბრუნდება, გულშემატკივრებისთვის საყვარელი როლია ფილმში Practical Magic 2. ფილმში, რომლის პრემიერაც 2026 წლის სექტემბერშია დაგეგმილი, ის კვლავ სანდრა ბალოკთან ერთად ითამაშებს. 

მსახიობი თავს ასევე იღბლიანად მიიჩნევს იმის გამო, რომ მის გვერდით სხვა უამრავი ძლიერი ქალია, რომლებიც ცხოვრების მოულოდნელ გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარებიან. მაგალითად, კიდმანი ცოტა ხნის წინ დაუმეგობრდა Charli xcx-ს, რომელიც მსახიობით აღფრთოვანებულია. „ის ჩვენი დროის ერთ-ერთი ბოლო ნამდვილად ლეგანდარული კინოვარსკვლავია,” – მისწერა ჩარლიმ ჟურნალს. „ის ჩემს ნიუ-იორკის შოუზე მოვიდა, როცა Brat-ის ტურნეზე ვიყავი. ვერ ვიჯერებდი, რომ ის იქ იყო.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Neighbourhood-ის Sweater Weather-ს YouTube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

შემდეგი სტატია

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი