Offset-მა მსმენელებს ახალი სინგლი – „Something I Need“ დაუანონსა. რეპერის თქმით, ტრეკი 18 სექტემბერს გამოვა. Offset-მა ვიდეო თიზერი გააზიარა, რასაც მოგვიანებით ყდის ფოტოც მოჰყვა – ფოტოზე ის წყალში, უცნობ ქალთან ერთადაა გადაღებული.
ინტერნეტ მომხმარებლები Offset-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტის კომენტარების ველში შეეცადნენ გაერკვიათ, ვინ იყო ქალი ყდაზე. ზოგიერთის ვარაუდით, ეს Saweetie ან Cardi B-ის მეტოქე BIA უნდა ყოფილიყო.
თანდართულ თიზერში ჩანს, როგორ გადაადგილდება Offset კატერით და როგორ ატარებს დროს იახტაზე ღია ზღვაში. მოსალოდნელია, რომ ეს ნამუშევარი Offset-ის მომავალი ალბომის მთავარი სინგლი იქნება.
Offset-ის ბოლო ალბომი, Kiari, 2025 წლის სექტემბერში გამოვიდა და Billboard 200-ის ჩარტში მე-16 ადგილი დაიკავა.
წლების განმავლობაში Offset ჯგუფ Migos-ის წევრი იყო. 2022 წელს ჯგუფის წევრის, Takeoff-ის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ კოლექტივმა აქტიურად მუსიკის კეთება შეწყვიტა.