გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.

საერთაშორისო აუდიტორიაზე გათვლილი ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში ორი ქართული ნამუშევარი მოხვდა – ქართული ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს – You Are Not Invited და  რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს ტრეკი H4ZARD.

ორივე კომპოზიცია ცალკე მუსიკალური ჩანაწერის სახით არის წარმოდგენილი, მისი პოვნა და მოსმენა კი უშუალოდ თამაშის პროცესშია შესაძლებელი. 

MokuMoku-ს You Are Not Invited 2023 წელს გამოიცა და ჯგუფის მეხუთე სტუდიურ ალბომ Off The Record-შია შესული. 

მეორე ქართველი არტისტი, რომლის ნამუშევარიც თამაშის საუნდტრეკში მოხვდა, არის Gigilow. მისი ქართულენოვანი ტრეკი H4ZARD 2025 წელს დარელიზდა და ალბომ Rustavelli-ს ნაწილია. 

WARDOGS-ის ასევე განსაკუთრებული ნაწილი თამაშის გარემოა, რომელიც საქართველოს ლანდშაფტითა და არქიტექტურით არის შთაგონებული. რუკებზე გვხვდება ქართული სახელები, დამწერლობა, ეკლესიები, საცხოვრებელი უბნები და სხვა დეტალები, რომლებიც საქართველოსთან ასოცირდება. მაგალითად, თამაშის ერთ-ერთი რუკა Bakurani-ს სახელით არის წარმოდგენილი, კიდევ ერთი ლოკაცია კი ჭიათურაა.

საქართველოსთან დაკავშირებული დეტალები არც მოთამაშეების ყურადღების მიღმა დარჩენილა. Steam-ის განხილვებში ისინი ცალკე კითხულობენ თამაშში გამოყენებული ქართული წარწერების შესახებ.

ამ კონტექსტში, WARDOGS-ის საუნდტრეკში ორი ქართველი არტისტის გამოჩენა განსაკუთრებით საინტერესოა, თამაშის საშუალებით მათი მუსიკა საერთაშორისო მსმენელამდე აღწევს და ახალ აუდიტორიას პოულობს. 

MokuMoku-ს You Are Not Invited-ის YouTube-გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარებში მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ სიმღერა სწორედ WARDOGS-ის თამაშისას აღმოაჩინეს და მისი მოსმენა თამაშის ერთ-ერთ გამორჩეულ გამოცდილებად იქცა.

მსგავსი გამოხმაურებები გვხვდება Gigilow-ს H4ZARD-ის YouTube-გვერდზეც, სადაც მოთამაშეები სიმღერით აღფრთოვანებას გამოხატავენ და მას WARDOGS-ში მიღებულ კონკრეტულ შთაბეჭდილებებსა და სათამაშო მომენტებს უკავშირებენ. 

მოუსმინეთ ქართველი არტისტების ტრეკებს, რომლებიც WARDOGS-ის საუნდტრეკში მოხვდა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი

შერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ბობ მაკის გარდაცვალებას ეხმაურება

შერისთან თანამშრომლობა მაკის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მისი ცნობილი კოსტიუმებით პოპკულტურის არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა.
მეტი

„ბჟა დო თუთა“  – Tamada-ს და ჯეგე სახოკიას ახალი მეგრული კომპოზიცია 

„ბჟა დო თუთა“ Tamada-სა და ჯეგე სახოკიას კოლაბორაციული ნამუშევარია, რომლის ტექსტიც ზეინაბ სარიას ლექსის მიხედვითაა შექმნილი.
მეტი