სელენა გომესის აზრით, ფანებს სურთ ის ისევ ისე გამოიყურებოდეს, როგორც 2016 წელს

გომესმა თავის ქორწინებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას და ბენი ბლანკოს ჯერ კიდევ თაფლობის თვე აქვთ.
სელენა გომესი Primetime Emmy Awards-ის ცერემონიაზე. 2026 წლის 14 სექტემბერი.
RANDY SHROPSHIRE/NBC VIA GETTY IMAGES

ჯერ კიდევ სანამ საკუთარ კოსმეტიკურ კომპანიას შექმნიდა, სელენა გომესი პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვარსკვლავი იყო, რომლის გარეგნობასაც ხშირად უკავშირებდნენ სილამაზის სტანდარტებს. ახალ ინტერვიუში ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ხალხს უფრო ის ურჩევნია, სელენა ათი წლის წინანდელი გარეგნობით დაიმახსოვროს, ვიდრე მისი ამჟამინდელი იმიჯი მიიღოს.

„სიმართლე რომ ვთქვა, 2016 წლის ნოსტალგიური ფოტოების ნახვა სახალისოა, მაგრამ ხალხი ძალიან რადიკალური ხდება,” – უთხრა მომღერალმა და მსახიობმა ჟურნალ People-ს. – „მგონია, რომ ადამიანებს სურთ იმ პერიოდში ჩამტოვონ“.

სელენა გომესი ამ თემას მაშინ შეეხო, როცა ჟურნალისტმა წარსულში მისთვის დამახასიათებელი თვალის მაკიაჟის შესახებ ჰკითხა. ბოლო წლების განმავლობაში ფანები აქტიურად ავრცელებენ ვარსკვლავის 10 წლის წინანდელ ფოტოებსა და ვიდეოებს. სელენას თქმით, ეს მისი ცხოვრების ძალიან ქაოსური პერიოდი იყო.

„ვცდილობდი, მაგარი გოგო ვყოფილიყავი. მგონია, ხალხს ყოველთვის სურს ისე გამოვიყურებოდე, როგორც მაშინ, ეს კი უბრალოდ შეუძლებელია,” – თქვა გომესმა.

2016 წელი გომესისთვის ნამდვილად ხმაურიანი პერიოდი იყო. მას ახალი გამოშვებული ჰქონდა ალბომი Revival, ხოლო მისი ჰიტები Billboard Hot 100-ის ათეულში იკავებდა ადგილს. იმავე წელს, სულ რაღაც 23 წლის ასაკში, გომესმა Instagram-ზე ყველაზე მეტი გამომწერი დააგროვა და ფილმში The Fundamentals of Caring გადაიღეს.

დღეს, 2026 წელს, გომესს წარმატებული კომპანია Rare Beauty აქვს და დაქორწინებულია პროდიუსერ ბენი ბლანკოზე.

„ჩვენ ჯერ კიდევ თაფლობის თვის ეტაპზე ვართ. საოცარი გრძნობაა, როცა გვერდით გყავს პარტნიორი, რომელიც გულწრფელად გისმენს და გიღებს ზუსტად ისეთს, როგორიც ხარ – როგორი განწყობაც არ უნდა გქონდეს იმ დღეს. ის ძალიან პოზიტიური ადამიანია: მხიარული, სპონტანური და ძალიან უყვარს კომუნიკაცია,” – თქვა გომესმა ინტერვიუში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი

შერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ბობ მაკის გარდაცვალებას ეხმაურება

შერისთან თანამშრომლობა მაკის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მისი ცნობილი კოსტიუმებით პოპკულტურის არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა.
მეტი

„ბჟა დო თუთა“  – Tamada-ს და ჯეგე სახოკიას ახალი მეგრული კომპოზიცია 

„ბჟა დო თუთა“ Tamada-სა და ჯეგე სახოკიას კოლაბორაციული ნამუშევარია, რომლის ტექსტიც ზეინაბ სარიას ლექსის მიხედვითაა შექმნილი.
მეტი