სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
პრესლი გერბერი
GETTY IMAGES/BALMAIN

ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჩანაწერების თანახმად, სინდი კროუფორდის ვაჟი, მოდელი პრესლი გერბერი კვირას სარეაბილიტაციო ცენტრში 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე მითითებული არ არის.

სინდი კროუფორდისა და მისი ქმრის, რანდე გერბერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოჯახი საზოგადოებას კონფიდენციალურობის პატივისცემას სთხოვს.

დედისა და უმცროსი დის, კაიას მსგავსად, პრესლი გერბერიც მოდელი იყო. მისი დებიუტი პოდიუმზე იტალიური ბრენდის, Moschino-ს ჩვენებაზე შედგა, როდესაც ის 16 წლის იყო. მოგვიანებით თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Burberry, Dolce & Gabbana და Bottega Veneta.

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე. 2023 წელს, პოდკასტში Studio 22, მან საჯაროდ განაცხადა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, დეპრესიასა და დამოკიდებულებებს ებრძოდა: „ვფიქრობ, თუნდაც ერთ ადამიანს ან ას ადამიანს თუ დავეხმარები იმ მდგომარეობიდან გამოსვლაში, რომელშიც ოდესღაც ვიყავი, ესეც კი საკმარისია ჩემთვის“.

ძმის დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა კაია გერბერმაც. ამერიკული Vogue-ისთვის ახლახან მიცემულ ინტერვიუში კაიამ აღნიშნა: „როდესაც ოჯახში ასეთი რამ ხდება, ეს თითქოს ყველას ერთ მდგომარეობაში აყენებს. მგონია, რომ სწორედ ამიტომ დავიწყე საკუთარი თავის აღქმა პრობლემების არმქონე, მარტივი ხასიათის შვილად და არასდროს მინდოდა დახმარების თხოვნა“.

გერბერი მანამდეც საუბრობდა ოჯახთან, განსაკუთრებით კი დასთან, კაიასთან ახლო ურთიერთობაზე. 2018 წელს ისინი ერთად გამოჩნდნენ Calvin Klein-ის კამპანიაში, მოგვიანებით კი მან მკლავზე დის სახელის ტატუც გაიკეთა.

იმავე წელს პრესლიმ ჟურნალ People-თან საუბრისას თქვა: „ძალიან შეკრული ოჯახი ვართ, განსაკუთრებით მე და ჩემი და. ეს მართლაც მაგარია. დიდ დროს ერთად მოგზაურობაში ვატარებთ, რაც მარტოობის განცდას საგრძნობლად ამცირებს“.

პრესლი გერბერმა დედასთან ერთად ითამაშა Pepsi-ს 2018 წლის Super Bowl-ის რეკლამაშიც. ეს იყო შემთხვევა, როცა 1992 წლის ლეგენდარული რეკლამის შემდეგ სინდი კროუფორდი პირველად გამოჩნდა პეპსის კამპანიაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი